ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრძოლა სრულ გამარჯვებამდე - უკრაინელების 70% ბრძოლის გაგრძელებას უჭერს მხარს


10-დან 7 უკრაინელი ფიქრობს, რომ მათმა ქვეყანამ იქამდე უნდა გააგრძელოს ბრძოლა, სანამ რუსეთთან ომს არ მოიგებს და საკუთარ ტერიტორიებს არ დაიბრუნებს, მათ შორის - ყირიმს.

"გალაპის" გამოკითხვამ, რომელიც სექტემბრის დასაწყისში ჩატარდა და 18 ოქტომბერს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ უკრაინელების 70% უჭერს მხარს ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე. მათი 91 პროცენტი გამარჯვებაში ყირიმის დაბრუნებასაც გულისხმობს. გამოკითხულთა მხოლოდ 26% ამბობს, რომ უკრაინა ომის დასრულების მიზნით, უნდა ეცადოს მოლაპარაკებებს.

”ბრძოლის გაგრძელების მხარდაჭერა უფრო ძლიერია ომისგან შორს მყოფ რეგიონებში და სუსტი უკრაინის იმ ნაწილებში, სადაც ხალხი ყველაზე ახლოს იმყოფება საბრძოლო მოქმედებებთან“ - თქვა "გალაპმა" და აღნიშნა, რომ ომის ძალისხმევის მხარდაჭერა ყველაზე მაღალია ქვეყნის დედაქალაქი. კიევში (83%) და ქვეყნის დასავლეთში (82%).

გამოკითხვა 2-11 სექტემბერს, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდა, ანექსირებული ყირიმის გამოკლებით. ეს სულ რამდენიმე დღის შემდეგ მოხდა, რაც უკრაინამ კონტრშეტევა დაიწყო ხარკივის მიმართულებით და იქ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიბრუნა.

XS
SM
MD
LG