ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბრიტანეთში ინფლაცია ბოლო 40 წლის მაქსიმუმზეა


გაერთიანებულ სამეფოში სურსათის ფასები 1980 წლიდან მოყოლებული, ბოლო ერთ თვეში ყველაზე სწრაფად გაიზარდა. ინფლაცია ბრიტანეთში ახლა გასული 40 წლის მაქსიმუმს აღწევს.

ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი 1982 წლიდან მოყოლებული, ახლა ყველაზე მაღალ ნიშნულზე ავიდა. ოფიციალური მონაცემებით, სამომხმარებლო პროდუქციაზე აგვისტოში თუ ინფლაციის მაჩვენებელი 9.9% იყო, დღეს 10.1%-ს შეადგენს.

წლის განმავლობაში სექტემბრის ჩათვლით, სურსათზე ფასები 14.6%-ით არის გაზრდილი. ეს ძირითადად გამოიწვია ისეთი პროდუქტების გაძვირებამ, როგორიცაა ხორცი, პური, რძე და კვერცხი.

რაც შეეხება ტრანსპორტს, ბრიტანეთში ფასები გაიზარდა 10.9%-ით, ავეჯი და საყოფაცხოვრებო ნივთები 10.8%-ით, ტანსაცმელი 8.4 %-ით, საბინაო ხარჯები 9.3%-ით რაც ენეგორესურსების გაძვირებით არის გამოწვეული.

ეკონომისტები ამბობენ, რომ ინფლაცია და სამომხმარებლო ფასების ზრდა, უკრაინაში რუსეთის მიერ დაწყებულ ომს უკავშირდება. მთელ მსოფლიოში გაზრდილია ფასები ბუნებრივ აირზე, მარცვლეულსა და ზეთზე. ბრიტანელები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ, განსაკუთრებით პენსიონრებისა და შეჭირვებულებისთვის.

ესკალაცია პუტინის ე.წ. ენერგო-ომში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:50 0:00

Facebook Forum

XS
SM
MD
LG