ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამონი: პუტინისთვის განსაკუთრებით ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა


7 ოქტომბერს, ლარსის გამშვები პუნქტის ჩაკეტვისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში შესვლის აკრძალვის მოთხოვნით, თბილისში საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, მოსახლეობამ ქვეყნის დატოვება დაიწყო. საქართველო ერთ-ერთი ყველაზე პოპულაური ადგილია, რუსეთის მოქალაქეებისთვის, რასაც ქართველების ნაწილი აპროტესტებს და ამაში ეროვნულ საფრთხეს ხედავს.

მართლაც არსებობს თუ არა საფრთხე საქართველოსთვის რუსეთიდან მოსახლეობის მასობრივი შესვლის გამო, მოიტანს თუ არა ვლადიმირ პუტინის ეს უკანასკნელი გადაწყვეტილება ცვლილებებს თავად რუსეთში და რას ფიქრობს დასავლეთი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე. ამ თემებზე "ამერიკის ხმას" ინტერვიუ ევროპარლამენტარმა, ვიოლა ვონ კრამონმა მისცა.

-ქალბატონო ვიოლა, დიდი მადლობა, ინტერვიუსთვის. რუსეთში, ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, სხვადასხვა რეაქცია ვიხილეთ. რუსეთის ქალაქებში დემონსტრაციები ჩატარდა, თუმცა ასევე, ვნახეთ, როგორ ტოვებს მოსახლეობა ქვეყანას, რაც შეიძლება სწრაფად. როგორ ფიქრობთ, ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება მობილიზაციასთან დაკავშირებით, მოიტანს თუ არა ცვლილებებს რუსეთში?

-პირველ რიგში, ვიმედოვნებ, რომ ეს ცვლილებებს მოიტანს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ რუსეთის აგრესიაშიც უკრაინის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ეს გადაწყვეტილება, თითქოს ნაწილობრივი, თუმცა რეალურად სრული სამხედრო მობილიზაციის შესახებ, (ეს სინამდვილეში მხოლოდ რიტორიკის საკითხია, გააჩნია, როგორ გამოაცხადებ) იქნება მისი რეჟიმის, მისი თანამდებობაზე ყოფნის დასასრული.

პუტინისთვის განსაკუთრებულად ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა.

ვხედავთ, რომ ხალხი ქვეყანას, განსაკუთრებით ახალგაზრდა კაცები 18 წლიდან ზევით, წარმოუდგენელი რაოდენობით ტოვებენ. თუ არ ვცდები, პირველი ორი დღის განმავლობაში 260,000-მა ახალგაზრდა მამაკაცმა დატოვა ქვეყანა. ისინი საქართველოს საზღვართან არიან მოგროვილნი. ვნახეთ, რომ ფრენები სტამბოლის, სომხეთის, ბელგრადისა და სხვა ქალაქების მიმართულებით, სრულადაა გაყიდული. იგივე ხდება რუსეთ-ფინეთის საზღვრებთანაც. რა თქმა უნდა, ამან ხალხი გამოაღვიძა.

შეცვლის თუ არა ეს სიტუაციას რუსეთში? ასე ვიფიქრებდი, რადგან ამ ხალხს [ქვეყნის დატოვების მსურველებს] შორის ბევრია, ვისაც კარგი სამსახური აქვს, ისინი პროფესიონალები არიან. ჩვენ არ ვსაუბრობთ უმუშევარ, შემთხვევით ხალხზე. ესენი არიან კომპიუტერული სფეროს წარმომადგენლები, ინჟინრები, ხალხი, ვინც რუსეთის ეკონომიკისთვის, საზოგადოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ვსაუბრობთ ექიმებზე, წამყვან მენეჯერებზე და ა.შ

ვფიქრობ ევროკავშირის სანქციები, ლიდერშფის, მენეჯმენტის და ძირითადი სექტორების, ქვეყნიდან გადინება, ისევე როგორც პროტესტები რუსეთში, რომელსაც გასული დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით დაღესტანში, ბაშკირეთში, ირკუტსკში და ა.შ ნამდვილად შეცვლის სიტუაციას [რუსეთში]. პროტესტს განსაკუთრებით აქტიურად გამოხატავენ ქალები, რომლებიც კითხულობენ სად არიან მათი ბაბუები, შვილები, ძმები, ქმრები... ვფიქრობ, პუტინისთვის განსაკუთრებულად ძნელი იქნება ასეთ პოლიტიკურ გარემოში გადარჩენა.

-თქვენ უკვე ახსენეთ, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც რუსები ომს ემალებიან, თუ პუტინის რეჟიმისგან გარბიან, საქართველოა. რუსების ქვეყანაში შეშვება ყველასთვის საკამათო გახდა, განსაკუთრებით კი ქართველებისთვის. მაშინ, როდესაც მიდის საუბარი იმაზე, რომ ესაა ხალხი, ვინც რუსეთის რეჟიმს გაურბის, ვინც ცდილობს უკრაინაში ომი თავიდან აირიდოს, მაინც ყველას ახსოვს, როგორ იყენებს პუტინი რუსეთის მოსახლეობას და მათი დაცვის სახელით, როგორ იწყებს ომებს. ასე რომ ჩემი შეკითხვა თქვენთან ასეთია: რა საფრთხეები მოაქვს რუსების მასობრივ შესვლას ქვეყნებში და კონკრეტულად საქართველოში, რომლის 20%-იც რუსეთის მიერაა ოკუპირებული?

-აბსოლუტურად! ვფიქრობ, რომ საფრთხე ძალიან მაღალია. ის, რომ ისინი ყველანი დისიდენტები არ არიან, კითხვის ნიშნის ქვეშაც არ დგას, ისინი ყველანი პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლები, ან ის ხალხი არ არის, ვინც იძულებული გახდა, რომ წასულიყო.

პრობლემა ისაა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სარგებელს იღებს ომისგან. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება, ლარი დასტაბილურდა. ასე რომ, საქართველოს მთავრობისთვის, ეს მოსახერხებელი სიტუაციაა.

ისინი შეიძლება იყვნენ ოპორტუნისტები, ხალხი, ვინც კმაყოფილი იყო [პუტინის] რეჟიმით, ვინც სარგებელს იღებდა ამ რეჟიმისგან, ან ვინც ამ რეჟიმისთვის მუშაობდა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ მათ შორის ძალიან ბევრი “ეფ-ეს-ბეს” აგენტი იყოს.

ახლა ევროპაში განვიხილავთ იმას, თუ როგორ ავიცილოთ ერთი მხრივ, ევროპაში, თუ საქართველოში შესვლაზე უარის თქმა, თუმცა, მეორე მხრივ, როგორ შევამოწმოთ ისინი რეალურად უსაფრთხოების მხრივ იქამდე, ვიდრე მათ ჩვენს ქვეყნებში შემოვუშვებთ. იქამდე, ვიდრე ისინი ჩვენს პოლიტიკურ წრეებში, თუ ჩვენს დედაქალაქებსა და ქალაქებში შემოაღწევდნენ.

დარწმუნებული ვარ, რომ “ეფ-ეს-ბეს” უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. ამის საშიშროება, განსაკუთრებით საქართველოშია, სადაც რუსული მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე ჩავიდა მობილიზაციის გამოცხადებამდეც.

ვფიქრობ, რთული იქნება საქართველოს მთავრობისთვის იმის ახსნა, თუ როგორ გაუმკლავდეს რუსებს. როგორც ვთქვი, ვფიქრობ, რომ უნდა დავიცვათ ისინი, ვისაც თავშესაფარი სჭირდება, მაგრამ საზღვრის უბრალოდ ყველასთვის გახსნამ შესაძლოა, უსაფრთხოების უდიდესი რისკები გამოიწვიოს.

-სამხედრო ექსპერტების ნაწილი ამბობს, რომ ხალხი, ვისაც მობილიზაცია ეხება, მაინც არ არიან სამხედროები და მათ არ შეუძლიათ იომონ ისე, როგორც ამას ჯარისკაცები შეძლებენ. თუმცა მობილიზებულთა რიცხვი, საკმაოდ დიდია. როგორ ფიქრობთ, მიიღებს უკრაინა დამატებით სამხედრო, ეკონომიკურ, ან სხვა ტიპის დამატებით დახმარებას დასავლეთის მხრიდან, მობილიზაციის გამოცხადების გამო?

-პირველ რიგში, არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პუტინს არ არადარდებს არც ერთი სიცოცხლე თავის ქვეყანაში. მას, ხალხი, უბრალოდ ფრონტზე გამოჰყავს. მათ [რუს სამხედროებს] თითქმის არ აქვთ შეიარაღება, საკვები... თუ ნახულობთ, რა ისნტრუქციებს და ბრძანებებს იღებენ, ნახავთ, რომ მათ ასწავლიან როგორ წაიღონ თან საკვები, სამედიცინო დახმარება და ა.შ. ჯარი ამ ადამაინებს არაფერს აწვდის.

რა თქმა უნდა, ტაქტიკის, თუ იმის მიმართულებით, თუ როგორ უნდა იმსახურო ჯარში, იმაზე მეტია საჭირო, ვიდრე ხალხი. ჩვენი შეშფოთების საგანი ისაა, რომ მაშინაც კი, როდესაც უკრაინელების უმეტესობა ძალიან გამოცდილი, მცოდნე და გაცილებით უკეთ აღჭურვილი სამხედრო მებრძოლია, ახალი და დიდი რაოდენობის [რუსი] წვევამდელების გაგზავნის შემთხვევაში, ისინი [უკრაინელები] ომს ვერ მოიგებენ. მაშინ რა არის შემდეგი ნაბიჯი, შემდეგი ფაზა? მგონია, რომ ახლა ყველა ამ შეკითხვამს სვავს.

დიახ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ უკრაინას. მე ყოველთვის ვიყავი მათთვის [უკრაინელებისთვის] საბრძოლო იარაღის, მძიმე ტექნიკის, დასავლური ტექნოლოგიების, ტანკების გადაცემის, მომხრე.

დარწმუნებული ვარ, რომ “ეფესბეს” უკვე გათვალისწინებული აქვს მეტი მოქმედება ჰიბრიდული ომის მიმართულებით, სხვადასხვა ტიპის კიბერ-შეტევებისა და ეთნიკური, თუ რელიგიური კონფლიქტების შექმნის გზით. 

ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროპულ ინიციატივას, უკრაინისთვის დასავლური ტანკების გადაცემის შესახებ, რადგან რუსეთის რეჟიმის, პუტინის ბანდიტების და ტერორისტული რეჟიმის აბსოლუტური დამარცხებით დასრულდება ეს ომი. ჩვენ არ ვიცით ეს როდის მოხდება, მაგრამ ასევე, ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, იქნება ეს სამხედრო, თუ სამოქალაქო პირი. ეს კი მხოლოდ იარაღით იქნება შესაძლებელი.

-რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, საქართველოს მთავრობის და "ქართული ოცნების" წევრთა ნაწილმა, დაიწყო საუბარი იმაზე, თითქოს დასავლეთი ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, რომ ისინი . მეორე ფრონტის გახსნას ცდილობენ ქვეყანაში. მაშინ, როდესაც ბევრმა, მათ შორის ამერიკის ელჩმა, ევროპარლამენტარებმა, თქვენ თავად, ბევრჯერ განმარტეთ, რომ დასავლეთს რეგიონსა და საქართველში, მხოლოდ სტაბილურობა სურს, ეს ნარატივი კვლავ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რა არის საბოლოო მიზანი, რატო უნდა იმეორებდნენ ამ განცხადებებს?

-მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ამას უნდა ეკითხებოდეთ. არ ვიცი რატომ არის მომგებიანი ამ ნარატივის გამეორება საქართველოს მთავრობისთვის, თუ საქართველოს პარლამენტისთვის. ამის ინტერესი ჩვენ არასდროს გვქონია.

ერთადერთი რაც ვითხოვეთ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ და უკრაინის მოსახლეობამ მოითხოვა, იყო სოლიდარობის ჩვენება როგორც საქმით, ისე სიტყვით. როგორც მინიუმუმ, შექმენი რეზოლუცია, კენჭი უყარე და დაგმე ეს საშინელი, აგრესიული ომი, სადაც იტყვი და საკუთარი თავის პოზიციონირებას მოახდენ და ნათლად გამოხატავ შეშფოთებას და ა.შ

თუმცა, პრობლემა ისაა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც სარგებელს იღებს ომისგან. ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელი იზრდება, ლარი დასტაბილურდა. ასე რომ, საქართველოს მთავრობისთვის, ეს მოსახერხებელი სიტუაციაა.

რა თქმა უნდა, საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვნად დაზარალდა კორონა ვირუსის პანდემიის შემდეგ. ტურიზმის მაჩვენებელი მკვეთრად დაეცა და ეს შესამჩნევია.

ღირს თუ არა ამის გამო ტრიოდან [უკრაინა, მოლდოვა, საქართველო] გამოსვლა, ღირს თუ არა ამის გამო ანტიდასავლური, უკრაინის საწინააღმდეგო ნარატივების გავრცელება ქვეყანაში? ყოველთვის ვიტყვი, რომ არა.

თუ გსურთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა, თუ გინდათ, რომ იყოთ ევროკავშირის წევრი, თუ გინდათ, რომ გაიაროთ ევროკავშირში მისაღები პროცედურები და მეორეს მხრივ, თავიდან აიცილოთ საკუთარი თავის ნათლად პოზიციონირება ამ უკიდურესად სასტიკ ომში, გეტყვით, რომ ეს თითქმის, შეუძლებელია.

ჩვენი ვალდებულებაა, რომ დავიცვათ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი, იქნება ეს სამხედრო, თუ სამოქალაქო პირი. ეს კი მხოლოდ იარაღით იქნება შესაძლებელი. 

საუბარი არაა ომში ჩათრევაზე, უბრალოდ ხალხს სურს იცოდეს, როგორია თქვენი პოზიცია. ეს ყველაფერი, როგორც მინიმუმ გარკვეულ შეშფოთებას იწვევს, როგორც ევროპარლამენტში, ისე სხვა ევროპულ ინსტიტუციებში.

-მაშინ, როდესაც "ქართული ოცნების" წევრების ნაწილი, შესაძლოა, ანტი-დასავლურ განცხადებებს აკეთებდნენ, ქვეყნის და მთავრობის ოფიციალური გეზი, მაინც პრო-დასავლურია. ასევე, ვიხილეთ, რომ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ღიად დაუჭირა მხარი უკრაინას. მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათ "ძალიან ნათელი და გამჭვირვალე" გეგმა აქვთ ევროკავშირის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად. გაქვთ თუ არა მთავრობის გეგმა ნანახი, ან მთავრობის გადაწყვეტილებებისა და განცხადებების მიხედვით, შეგიძლიათ თუ არა თქვათ, რომ ისინი სწორ გზას ადგანან ამ მიმართულებით?

-კარგია თუ პრემიერ-მინისტრი, როგორც მინიმუმ, ცდილობს, რომ ოდნავ მაინც დააცხროს ის იარები, რომლებიც ამ ანტიდასავლურმა, ევროკავშირის საწინააღმდეგო პროპაგანდამ შექმნა და რომელსაც აქამდე ავრცელებდნენ. მაგრამ ეს, ცოტა არ იყოს, გაორებულ გამოსახულებას გავს- როდესაც სახლში ხარ და შენს მოსახლეობას, შენს ხალხს მიმართავ აბსოლუტურად განსხვავებულად იმისგან, რასაც საერთაშორისო დონეზე, ქვეყნის გარეთ ამბობ, ეს კარგად არ ემთხვევა ერთმანეთს.

თუ კელის [დეგნანს], მე, ან სხვა ელჩებს ადანაშაულებ იმაში, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფულს გვიხდის, გვადანაშაულებ საქართველოს საწინააღმდეგო [კამპანიაში] და პოულობ ძალიან კრეატიულ გზებს, როგორ მოახდინო ჩვენი სტიგმატიზაცია და შემდეგ საერთაშორისო რეპუტაციის შექმნას ცდილობ, რაც რეალურად ეწინააღმდეგება იმას, რაც აქამდე თქვი, უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთში კარგად არ ჯდება.

კარგია, რომ პრემიერ-მინისტმა, როგორც იქნა, როგორც მინიმუმ, საჯაროდ განაცხადა ნიუ-იორკში, რომ [საქართველოს მხრიდან] არსებობს სოლიდარობა უკრაინის მიმართ, მაგრამ როდესაც უყურებ ქართულ მედიას და ყურადღებას აქცევ იმას, რასაც ამბობენ და როგორ ექცევიან ევროპარლამენტის წევრების დიდ ნაწილს, იცი, რომ ეს რეალობისგან საკმაოდ შორსაა.

XS
SM
MD
LG