ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლავროვი: "დასავლეთი არ იცავს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს რუსეთის სურსათის ექსპორტს"


სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ დასავლეთი არ იცავს საკუთარ დაპირებას, ხელი შეუწყოს გლობალურ ბაზარზე რუსული სურსათისა და სასუქის ექსპორტს.

ლავროვის თქმით, დასავლეთს არ შეუმსუბუქებია სანქციები, რათა რუსეთისთვის სოფლის მეურნეობის პროდუქტების საზღვარგარეთ გატანა გაემარტივებინა. ამ ვალდებულებას, მოსკოვი, გაეროსა და თურქეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების ძირითად ნაწილად მიიჩნევს. ივლისში, რუსეთისა და უკრაინის მიერ, გაეროსთან და თურქეთთან ინდივიდუალურად დადებული შეთანხმების საფუძველზე, უკრაინის სამხრეთ პორტებიდან ექსპორტზე რუსული ბლოკადა მოიხსნა.

„ჩვენი დასავლელი კოლეგები არ აკეთებენ იმას, რისი პირობაც, გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან მივიღეთ. ისინი არ იღებენ ლოჯისტიკური სანქციების მოხსნის გადაწყვეტილებას, რაც მსოფლიო ბაზარზე, რუსული მარცვლეულისა და სასუქის წვდომას აფერხებს“ - განაცხადა ლავროვმა პრესკონფერენციაზე.

მოსკოვი აცხადებს, რომ დასავლური სანქციები ართულებს ვაჭრობას და ტანკერების დაზღვევის პროცესს, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები პირდაპირ არ არის მიმართული, რუსულ სურსათისა და სასუქის ექსპორტზე.

ლავროვი აცხადებს, რომ მას აქვს კომუნიკაცია გაეროს გენმდივანთან, რათა დარწმუნდეს, რომ დასავლური ქვეყნები შეთანხმებას შეასრულებენ.

უკრაინიდან სურსათის ექსპორტის ბლოკადის მოხსნა, კვლავ რჩება ერთადერთ მნიშვნელოვან დიპლომატიურ მიღწევად, რომელზე შეთანხმებაც უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის ექვსთვიანი ომის განმავლობაში მოხერხდა. უკრაინა მსოფლიოში მარცვლეულის უმნიშვნელოვანესი მიმწოდებელია. ქვეყნიდან ექსპორტის შეზღუდვა არაერთ ქვეყანას შიმშილის საფრთხოეს უქმნიდა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG