ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოდესა ბლოკადის შემდეგ პირველმა გემმა დატოვა


გადამზიდი "რაზონი"
გადამზიდი "რაზონი"

ორშაბათს, ოდესის პორტიდან მარცვლეულის გადამზიდი გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. ამას უკრაინელი და თურქი ოფიციალური პირები ადასტურებენ. მარცვლეულის გატანა უკრაინიდან მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც თურქეთის და გაეროს შუამდგომლობით, უკრაინასა და რუსეთს შორის შეთანხმება შედგა. ეს პირველი გემია, რომელმაც ოდესის პორტი დატოვა მას შემდეგ, რაც ხუთი თვის წინ, ფართომასშტაბიანი ომის გამოცხადებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინის პორტების ბლოკადა დაიწყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, „მსოფლიოსთვის შვების დღე“ უწოდა, ოდესიდან ექსპორტის აღდგენას. ის, რომ კიევი ვერ ახერხებდა მარცვლეულის ექსპორტს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, ფასების ზრდის, დეფიციტის და შიმშილობის წინაშე აყენებდა.

სიერა-ლეონეს დროში ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“ ოდესის პორტი დატოვა და ლიბანის მიმართულებით წავიდა, ბოსფორის სრუტის გავლით.

რუსეთსა და უკრაინაზე, მსოფლიოს მარცვლეულის ექსპორტის მესამედი მოდის. შეთანხმების მიხედვით, გემებს ოდესიდან, ჩორნომორსკიდან და პივდენიდან უსაფრთხო ტრანზიტის საშუალება მიეცემათ.

მოსკოვი, მარცვლეულის ნაკლებობით გამოწვეულ კრიზისზე პასუხისმგებლობას უარყოფდა და აღნიშნულს, დასავლურ სანქციებს აბრალებდა. კრემლმა, "რაზონის" პორტიდან გასვლას "ძალიან პოზიტიური სიახლე" უწოდა.

ამერიკის საელჩომ კიევში პორტიდან მარცვლეულის გატანა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ „მსოფლიო დააკვირდება ამ შეთანხმების შესრულებას“. მოსკოვმა გასულ თვეში, შეთანხმების მიღწევიდან ერთ დღეში სარაკეტო იერიში მიიტანა ოდესის პორტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG