ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიას ესხმის თავს


უკრაინული არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთს შავი ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე სარაკეტო შეტევები მიაქვს.

სამიზნე რამდენიმე პუნქტია, მათ შორის ოდესის ტერიტორია და მიკოლაევში მდებარე პორტის ინფრასტრუქტურა.

ამ თავდასხმებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსული სარაკეტო შეტევა განხორციელდა ოდესაზეც, რამაც შეკითხვები გააჩინა იმასთან დაკავშირებით მოხდება თუ არა მარცვლეულის გატანა უკრაინიდან. ამაზე შეთანხმებას უკრაინამ რუსეთთან გასულ კვირას სტამბულში, თურქეთის და გაეროს შუამდგომლობით მიაღწია.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინიტროს განცხადებით, რუსული სამხედრო ძალები ანტი-სახომალდო რაკეტებს მთავარ საფრთხედ მიიჩნევენ.

"რუსეთის პრიორიტეტად დარჩება უკრაინის ანტი-სახომალდო შესაძლებლობების დეგრადაცია და განადგურება," - ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

გაეროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინიდან მარცვლეულის გატანა რამდენიმე დღეში აღდგება.

XS
SM
MD
LG