ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის მუქარა და რეალობა ფრონტზე


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი აფართოებს საომარ ზონას უკრაინის ტერიტორიაზე. მისი თქმით, დღეს რუსეთის სამიზნეში უკრაინის უფრო დიდი ნაწილია, ვიდრე მარტში იყო, როცა მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

„გეოგრაფია შეიცვალა. არა მარტო დონეცკის და ლუჰანსკის რეგიონებს მოიცავს არამედ ხერსონის, ზაპორიჟიეს და სხვა ნაწილებს, ეს პროცესი გრძელდება, თანმიმდევრულად და ჟინით“, ამბობს ლავროვი.

ლავროვის თქმით, თუ დასავლეთი უკრაინას შორი რადიუსის იარაღს მიაწვდის „საზღვარი კიდევ უფრო გადაიწევს“.

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა ვაშინგტონში "ატლანტიკური საბჭოში" გამოსვლისას განაცხადა, რომ არაოფიციალური მონაცემებით, სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ბრძოლებში 10-11 ათასი რუსი სამხედრო დაიღუპა. აქედან 2000 ე.წ. ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის ჯარის მეორე დანაყოფიდან.

მთლიანობაში, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს თქმით, უკრაინაში მართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთმა 38 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა.

ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის ექსპერტი ალექსანდრე კროუტერი აღნიშნავს, რომ ომის გასაგრძელებლად აუცილებელია სამი კომპონენტის არსებობა: ამუნიცია, სამხედრო ტექნიკა და ჯარისკაცები. მისი თქმით, რუსეთს ეს რესურსები ეწურება.

”რუსული პოლკის სტრუქტურაში შედის სამი ბატალიონი. პირველში შედის სამხედრო მოსამსახურეები და ისინი ვინც დიდი ხანია არმიაში არიან, კარგი აღჭურვილობით. მეორეში, შედარებით დაბალი დონის იარაღი და რეზერვისტები, ხოლო მესამეს სრულიად მოძველებული აირაღი და ჯარში ახლად გაწვეულები შეადგენენ", განმარტავს კრაუტერი.

"ლოგიკა იყო შემდეგი: თუ გააერთიანებ ყველა პოლკის პირველ დანაყოფს, ამით იღებ ე.წ. „პირველ ეშელონს“, რომელიც შეგიძლია მოკლე ვადაში განალაგო (ბრძოლის ველზე), ხოლო მეორე ეშელონი უკვე ცუდად შევსებულია. როცა პირველი და მეორე დანაყოფები იბრძვიან, მესამეს პარალელურად, მისდის ტექნიკა და ხალხი. რუსეთმა უკვე დაკარგა პირველი ეშელონიდან ბატალონები და ტექნიკა, და ახლა მეორე ეშელონს იყენებს. ხოლო იმისთვის რომ მესამე დანაყოფი ჩაერთოს საბრძლო მოქმედებეში საჭიროა, რომ მობილიზაცია გამოცხადდეს, მაგრამ დღეს სიტუაცია შემდეგია, კრემლს არ დარჩა საკმარისი პროფესიონალი ჯარისკაცები წინა გაწვევიდან," ამბობს ის.

ალექსეი ბობროვნიკოვი, ჟურნალისტი, რომელმაც ფორმა ჩაიცვა და კიევს იცავდა, აღნიშნავს, რომ ომის დასაწყისში უკრაინის დედაქალაქის დაცვის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, სპეცრაზმმა და ტერიტორიული თავდაცვის ნაწილებმა გაანადგურეს ყველაზე მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი რუსული არმიის ნაწილები. მას მიაჩნია, რომ რუსეთი მზად არის ახალი შეტევისთვის, მაგრამ როგორი იქნება ის ეს უცნობია.

„ეს იყო ძალიან სერიოზული ძალები, სერიოზულად მომზადებული. ისინი აღჭურვილი იყვნენ პირველი კლასის შეიარაღებით. სამხედრო ექსპერტების უმეტესობა ამბობს, რომ რუსეთმა დაკარგა საბრძოლო მზადყოფაში მყოფი ჯარის, უდიდესი ნაწილი არა მხოლოდ კიევის მახლობლად ბრძოლებში, არამედ ამ ხანგრძლივ და სისხლიან დაპირისპირებაში აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. ჩვენ გვესმის, რომ მიმდინარეობს ფარული მობილიზაცია, აკომპლექტებენ კერძო დანაყოფებს და ა.შ. რუსეთი ომის გასაგრძელებლად ემზადება“, ამბობს ბობროვნიკოვი.

თავის მხრივ, ალექსანდრე კრაუტერი თვლის, რომ თუ ვლადიმირ პუტინი საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხდადებს, ის შეძლებს შეაგროვოს საკმარისი რესურსი ახალი შეტევის დასაწყებად.

უკრაინისთვის გაწეული დასავლური დახმარების დეტალები
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:05:08 0:00

„თუ პუტინი გამოაცხადებს საყოველთაო მობილიზაციას, ის შეძლებს ხელახალი შეტევის განხორციელებას. თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონის მახლობლად კონტრშეტევისთვის ემზადებიან. თუ ეს მოხდება და უკრაინა წარმატებას მიაღწევს, მაშინ რუსეთს მოუწევს თავისი რესურსების დახარჯვა ხერსონის, შემდეგ კი ყირიმის ნახევარკუნძულის დაცვაზე“, აცხადებს ის.

კროუტერი ამბობს, რომ რუსეთი მაღალი სიზუსტის იარაღი უთავდება.

„ჩვენ ვნახეთ შეტყობინებები, რომ ისინი იყენებენ მიწა-ჰაერი კლასის რაკეტებს სახმელეთო სამიზნეების დასარტყმელად", უთხრა მან "ამერიკის ხმის" რუსულ რედაქციას.

ალექსეი ბობროვნიკოვი, რომელიც წლებია რუსულ ჰიბრიდულ ტაქტიკას იკვლევს, შიშობს, რომ მოსკოვი გააგრძელებს ე.წ. "ნაცრისფერი ზონების" შექმნის ტაქტიკას. თუ ამ ეტაპზე ვერ გააგრძელებს აქტიურ საომარ მოქმედებებს, ის ეტაპობრივად მოახდენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე იარაღის მიწოდების გაზრდას, მობილიზაციას და კონსოლიდაციას.

ამავდროულად, უკრაინა კონტრშეტევისთვის ემზადება. ვაშინგტონში დაფუძნებულ "ომის კვლევების ინსტიტუტში" აღნიშნავენ, რომ კონტრშეტევის ზეწოლა ართულებს რუსეთის მცდელობას ოკუპირებულ ზაპარიჟიესა და ხერსონის რეგიონებზე სამხედრო კონტროლი შეინარჩუნოს.

თუმცა კრემლი უკან დახევას არ გეგმავს და აპირებს, ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუჰანსკის ოლქების უკანონო ანექსიას არალეგიტიმური რეფერენდუმის გზით 11 სექტემბერს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG