ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტაივანში საჰაერო განგაშის წვრთნა ჩატარდა


ორშაბათს, ტაივანის ნაწილებში, დედაქალაქ ტაიპეის ჩათვლით, ქუჩები დაცარიელდა. მოქალაქეებს შინ დარჩენა უბრძანეს. ეს იყო საჰაერო თავდასხმის სასწავლო განგაში ჩინეთის მხრიდან შესაძლო საჰაერო თავდასხმისთვის მოსამზადებლად.

ადგილობრივი დროით 13:30-ზე ქუჩების სავალდებულო ევაკუაციისთვის სირენები ჩირთო. საწვრთნელი ევაკუაცია 30 წუთი გაგრძელდა, რომლის დროსაც ქუჩები დაცარიელდა.

„სარაკეტო გაფრთხილება“, რომელიც ადამიანებს დაუყოვნებელ ევაკუაციას სთხოვდა, ტექსტური შეტყობინებით გაიგზავნა.

„ბოლო წლებში, ჩინეთის სამხედრო თვითმფრინავები ტაივანს ხშირად აწუხებდნენ და თებერვალში რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყო, ეს შემთხვევები შეგვახსენებს, რომ მშვიდობიან დროს ფრთხილად უნდა ვიყოთ“, თქვა ტაიპეის მერმა.

პერიოდული საჰაერო თავდასხმის წვრთნები ტაივანში კანონით დადგენილი მოთხოვნაა.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, კუნძულზე სიფრთხილის დონემ აიწია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მხრიდან უჩვეულო სამხედრო მოქმედებების შესახებ ცნობები არ არსებობს.

ტაივანის პრეზიდენტმა თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერება თავის მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და თქვა, რომ თავისი მომავლის გადაწყვეტა მხოლოდ ხალხს შეუძლია.

XS
SM
MD
LG