ბიზნესის განწყობების კვლევის ინდექსის (IFO) მიხედვით, ენერგიის მაღალმა ფასებმა და გაზის შესაძლო დეფიციტმა, ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკა, გერმანია, რეცესიის ზღვარზე დააყენა.
ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, ბიზნესის კლიმატის ინდექსი ქვეყანაში 88,6-მდე დაეცადა, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე დაბალია.
„რეცესია კარზე აკაკუნებს. ეს ვეღარ გამოირიცხება“, - თქვა კლაუს ვოჰლარაბემ IFO-დან.
გერმანია, ამ ზამთარში გაზის მოხმარების შეზღუდვის საფრთხის წინაშეა, მას შემდეგ რაც რუსეთმა მიწოდება შეამცირა. დასავლეთში რუსეთს ადანაშაულებენ, რომ ის გაზს იარაღად იყენებს.
რუსეთმა ამ თვეში მილსადენი "ჩრდილოეთის ნაკადი 1" დახურა 10 დღის განმავლობაში "რუტინული შეკეთების" მიზეზით. მილსადენმა მუშაობა განაახლა, თუმცა მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით. „როიტერთან“ საუბარში ვოჰლარაბემ თქვა, რომ თუ გაზის მიწოდება ამ დონეზე გაგრძელდება, „რეცესიას არ იქნება“.
მთავრობა აცხადებს, რომ გაზის გრაფიკით მიწოდების შემთხვევაში პრიორიტეტს მოსახლეობას მისცემს და არა კორპორაციებს.
IFO-ს კვლევის მიხედვით, რომელმაც 9000 გერმანული კომპანია გამოკითხა, მოლოდინები და განწყობები მომავალი თვეების განმავლობაში გაუარესდება.