ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი და პუტინი შეხვედრას გეგმავენ


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი და თურქეთის ლიდერი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი უახლოეს მომავალში გეგმავენ შეხვედრას. კრემლის განცხადებით, აღნიშნული, ორი ქვეყნის ლიდერის, სატელეფონო საუბრის შემდეგ გახდა ცნობილი, სადაც მხარეებმა უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის საკითხი განიხილეს.

თურქეთი მოსკოვსა და კიევს შორის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში ხელმეორე შეჭრის შემდეგ, შუამავლის როლის თამაშს ცდილობს. უკანასკნელი მოლაპარაკებები რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მარტის ბოლოს სტამბოლში გაიმართა. კრემლს დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

„გრძელდება უკრაინის გარშემო პოზიციების გაცვლა, მათ შორის შავ ზღვაში ნავიგაციის უსაფრთხოებისა და გლობალურ ბაზრებზე მარცვლეულის ექსპორტის უზრუნველყოფის კონტექსტში“, - ნათქვამია განცხადებაში.

თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“-მ განაცხადა, რომ ერდოღანმა ორშაბათს უთხრა პუტინს, რომ დროა გადაიდგას ნაბიჯები გაეროს გეგმაზე, რომელიც შავ ზღვაში, უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის, დერეფნის შექმნას გულისხმობს.

კონფლიქტის დაწყების შემდეგ, უკრაინა, რომელიც მსოფლიოში მარცვლეულის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია, ვერ იყენებს საზღვაო პორტებს, რომლებიც მისი მთავარი საექსპორტო არხი იყო და მხოლოდ მარცვლეულის მესამედის ექსპორტს ახერხებს.

უკრაინული მარცვლეულის ნაკლებობა სურსათის გლობალური ფასების რეკორდულ ზრდას იწვევს და აძლიერებს შეშფოთებას სურსათის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ოფიციალური მონაცემებით, მარცვლეული უკრაინის მთელი ექსპორტის თითქმის მეხუთედს შეადგენს.

თურქეთი, რომელიც ნატოს წევრია, ცდილობს ითამაშოს როლი გაეროში, შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტის გატარების საკითხზე. 2014 წლიდან, მას შემდეგ რაც რუსეთმა ყირიმის ანექსია მოახდინა, ანკარა ბლოკავს კომერციულ გადაზიდვებს ყირიმსა და თურქეთს შორის.

XS
SM
MD
LG