ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიეტუვა რუსულ ექსკლავს დამატებით შეზღუდვებს უწესებს


ლიეტუვამ, საკუთარი ტერიტორიის გავლით, რუსულ ექსკლავზე, კალინინგრადზე, ვაჭრობის შეზღუდვები გააფართოვა. ეს მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის გამო, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციები ძალაში შევიდა.

ლიეტუვის საბაჟოს წარმომადგენლის განცხადებით, ორშაბათიდან, დამატებით აკრძალული საქნელი მოიცავს - ბეტონს, ხეს, ალკოჰოლს, ალკოჰოლზე დაფუძნებულ სამრეწველო ქიმიკატებს.

მანამდე, პარასკევს მოსკოვმა ლიეტუვა და ევროკავშირი, „მკაცრის ზომების მიღების“ შესახებ გააფრთხილა იმ შემთხვევაში, თუ კალინინგრადში ზოგიერთი საქონლის ტრანზიტი „უახლოეს დღეებში“ არ განახლდებოდა.

დღეს, კალინინგრადის გუბერნატორმა, მოსკოვს ევროკავშირთან და ბალტიისპირეთის სამ ქვეყანასთან, ლიეტუვასთან, ლატვიასთან და ესტონეთთან, საქონლის სახმელეთო მოძრაობის სრულად აკრძალვა შესთავაზა.

”ეს უზრუნველყოფს (ჩვენი) საზღვაო გადაზიდავების საქმიანობას და სამუშაოს მისცემს კალინინგრადის პორტებს, რომლებიც მძიმედ დაზარალდნენ ევროკავშირის შეზღუდვებით”, - თქვა გუბერნატორმა, ანტონ ალიხანოვმა „Telegram“-ზე.

დღესვე, ლიეტუვის გადაწყვეტილებაზე შესაძლო პასუხები, სატელეფონო ზარით, ვლადიმირ პუტინმა, ბელარუსის პრეზიდენტთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან განიხილა.

კრემლი აცხადებს, რომ „პრეზიდენტებმა, ლიეტუვის არალეგალურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აეკრძალა საქონლის ტრანზიტი კალინინგრადში, რამდენიმე ერთობლივი ნაბიჯი განიხილეს“.

XS
SM
MD
LG