ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შეზღუდვები რუსულ ექსკლავზე - ლიეტუვა პოზიციას ინარჩუნებს


ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა აცხადებს, რომ მისი ქვეყანა „ვალდებულია“ რუსულ გადაზივდებზე ევროკავშირის სანქციები გაატაროს და ასეც მოიქეცევა. ნაუსედას განცხადებას წინ უსწრებდა მოსკოვის მძაფრი რიტორიკა, რომელიც საკუთარ ექსკლავზე, კალინინგრადის ოლქზე ვილნიუსის მიერ დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებს.

„სრულიად ნათელია, რომ ლიეტუვამ უნდა განახორციელოს და განახორციელებს, ევროკავშირის სანქციებს“ - წერს „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ლიეტუვის პრეზიდენტი.

მოსკოვის გაღიზიანება მოჰყვა ლიეტუვის გადაწყვეტილებას, აღარ გაატაროს თავის ტერიტორიაზე ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილი საქონლით დატვირთული კოლონები.

გასულ კვირაში, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროკავშირის ელჩს, მარკუს ერდერს „მსგავსი ქმედებების დაუშვებლობის“ შესახებ ეცნობა და მიიღო გაფრთხილება, რომ თუ შეზღუდვები არ მოიხსნება, ამას „საპასუხო რეაგირება მოჰყვება“.

ევროკავშირის საქნციების შესაბამისად, 18 ივნისიდან, ვილნიუსმა გზა გადაუკეტა ფოლადის და სხვა შავი ლითონების ტრანსპორტირებას. კალინინგრადის ლიდერები აცხადებენ, რომ ვილნიუსის „ბლოკადა“ გავლენას ექსკლავის იმპორტის ნახევარზე მეტზე ახდენს.

ლიეტუვის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მთავრობამ დაუყოვნებოივ უნდა გამართოს კონსულტაციები ევროკომისასთან, „რათა სანქციების განხორციელებამ ზიანი არ მიაყენოს ლიეტუვის ინტერესებს და საერთაშორისო შეთანხმებებს“.

XS
SM
MD
LG