ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სახელმწიფო დეპარტამენტი: სანქციებს არ ვაანონსებთ, მაგრამ ქვეყნებს ვაფრთხილებთ


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, უწყება წინასწარ არ აანონსებს სანქციების დაწესებას ინდივიდუალურ პირებსა თუ კომპანიებზე. ამის შესახებ დეპარტამენტმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ კომენტარში განაცხადა.

წერილობით პასუხში დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ "როგორც ზოგადი წესი, ჩვენ წინასწარ არ ვაცხადებთ სანქციებთან დაკავშირებულ პოტენციურ მოქმედებებს. თუმცა, ჩვენ ვაგრძელებთ ბიზნესის გაფრთხილებას, არ დაეხმარონ რუსეთს ჩვენი სანქციების თავიდან აცილებაში".

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოსა და ბელარუსში პუტინთან დაკავშირებული პირებისთვის სანქციების დაწესება განიხილება. მაკფოლის თქმით, "ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“.

ფინანსური დანაშაულის გამოვლენის ქსელმა, რომელიც შეერთებული შტატების ხაზინის ნაწილია, მარტში გამოქვეყნებულ განცხადებაში ფინანსურ ინსტიტუტებს სიფრხილისკენ მოუწყოდა, რომ სიფხიზლის მოდუნებით მონაწილეები არ გახდენ რუსეთის მიერ სანქციების თავიდან აცილების მცდელობის.

ამერიკის ხაზინა ამბობს, რომ ზოგიერთი მოქმედება, რომელიც განგაშს გამოიწვევს იქნება:

  • კორპორატიული მექანიზმების გამოყენება სანქცირებული ერთეულების ვინაობის, დაფინანსების წყაროს თუ საკუთრებით შეგნებულად დაფარვა;
  • ფიქტიური კომპანიების გამოყენება საეჭვო გადარიცხვების საწარმოებლად;
  • მესამე მხარის გამოყენება სანქცირებული ინდივიდუალური თუ იურიდიული პირების ვინაობის დასაფარად, რომლებიც თანხის წამომავლობის ან კუთვნილების დამალვას ცდილობენ;
  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის დამალვა;
  • ახლად შექმნილი კომპანიები, რომლებიც გადარიცხვებს იღებენ იმ ფინანსური ინსტიტუტებიდან, რომლებიც ცოტა ხნის წინ SWIFT-ის პროოგრამიდან გაირიცხა;

ეს არის ნაწილი იმ 10 მთავარი ფაქტორიდან, რომელსაც ამერიკის ხაზინა საეჭვო მოქმედებებად მიიჩნევს რუსეთისთვის სანქციების არიდებაში დახმარების თვალსაზრისით.

XS
SM
MD
LG