ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხარკივში რუსული დაბომბვების მსხვერპლის რიცხვი იზრდება


რუსულმა არტილერიამ უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკივში კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი გაანადგურა. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ნანგრევებში სულ მცირე სამი ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მაშველები ჯერაც მუშაობენ კიდევ ერთი დაბომბილი კორპუსის ნანგრევების გაწმენდაზე, სადაც რუსულმა იარაღმა 19 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

რეგიონული გუბერნატორის ოლეჰ სუნეჰუბოვის თქმით, რუსულმა მხარემ გამოიყენა არტილერია, რაკეტების გამშვები და სატანკო შემტევი სისტემები ხარკივის წინააღმდეგ, რასაც 31 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 2 ბავშვია. უკრაინის პრეზიდენტის ოფისი აცხადებს, რომ ეირიშების სამიზნე საცხოვრებელი უბნებია.

ქალაქ ჩასივ იარში, უკრაინის სამხრეთით, მაშველები ასევე ნანგრევების ქვეშ მოყოლილებს ეძებენ. შაბათს, 5-სართულიან საცხოვრებელ სახლს რუსული რაკეტა მოხდა, სამაშველო ჯგუფებს ნანგრევებში მოყოლილი ორი ადამიანის ხმა ესმით. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ ამოჰყავთ დაშავებული მამაკაცი ბეტონის ნანგრევებიდან, თუმცა იქ სულ მცირე 20-მდე ადამიანია ისევ მოყოლილი. ჩასივი იარზე თავდასხმა რუსეთის მხრიდან დონბასის რეგიონზე სრული კონტროლის დამყარების მცდელობის ნაწილია. გასულ თვეში ლუჰანსკის ოლქზე მოპოვებული კონტროლის შემდეგ, დონეცკის რეგიონი ახლა რუსეთის უმთავრესი სამიზნეა. სამხედრო ექსპერტების აზრით, საარტილერიო ძალების გამოყენება რუსეთის მხრიდან იმასაც ნიშნავს, რომ მისი სახმელეთო ძალები მალე ახალ მასშტაბურ შეტევას დაიწყებენ.

მოსკოვი უარყოფს სამოქალაქო პირებზე თავდასხმას, თუმცა 24 თებერვლის შემდეგ არაერთ უკრაინულ ქალაქსა თუ სოფელში, სარდაფები და სხვა მიწისქვეშა ობიექტები მოქალაქეთათვის ერთადერთი შედარებით უსაფრთხო ადგილია, სადაც რუსული თავდასხმებისგან თავის დაცვა შესაძლებელია. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ შაბათიდან მოყოლებული რუსეთმა 34 საჰაერო თავდასხმა განახორციელა. მისი ადმინისტრაციის უფროსი ანდრი იერმაკი კი ამბობს, რომ დროა რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარონ მას შემდეგ, რაც მისი ჯარი საცხოვრებელ კორპუსებს და დასახლებულ პუნქტებს ბომბავს.

XS
SM
MD
LG