ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ უკრაინას დამატებითი სარაკეტო თავდაცვის სისტემით დაეხმარება


მიმდინარე კვირაში მოსალოდნელია, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის მოწინავე საშუალო და შორი რადიუსის სარაკეტო თავდაცვის სისტემი შესყიდვის შესახებ განაცხადოს. ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით, ამას „როიტერი“ იუწყება.

წყაროს ცნობით, ვაშინგტონი მიმდინარე კვირაში ასევე გამოაცხადებს უსაფრთხოების დახმარების შესახებ, რომელსაც უკრაინა მიიღებს, მათ შორისაა დამატებითი საარტილერიო საბრძოლო მასალა. შეერთებული შტატების დახმარება უკრანელი სამხედრო პირების მიერ წამოყენებული საჭიროებების შესაბამის იქნება.

პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილებით, მიმდინარე თვეში უკრაინა, შეერთებული შტატებისგან დამატებით 700 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარებას გამოუყოფს. დახმარება მოიცავს მოწინავე სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შორ მანძილზე მდებარე სამიზნეებზე, ზუსტი დარტყიმის განხორციელება შეუძლია.

პაკეტი ასევე მოიცავს საბრძოლო მასალას, რადარებს, დამატებით „ჯაველინებს“ და ჯავშანტექნიკას.

„ამერიკის ხმასთან“ საუბრისას, შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი აცხადებს, რომ ამერიკისგან მიღებული დახმარება ახლა უკრაინის საკუთრებაა და უკრაინელებმა თავად უნდა გადაწყვიტონ როგორ გამოიყენებენ მას.

„ჩვენ დანამვდილებით ორიენტირებული ვართ იმაზე, რომ უკრაინას შეეძლოს დაიცვას საკუთარი თავი, სუვერენიტეტი, ხალხი, ტერიტორიული მთლიანობა. ცხადია, ამ ბრძოლაში უკრაინელები არიან და თავად განსაზღვრავენ რა ოპერაციების ჩატარებას გეგმავენ. ეს მათი უფლებაა. მასალა, რომელსაც ისინი იღებენ შეერთებული შტატებისგან, ახლა მათია. ეს უკრაინის საკუთრებაა და თავად უნდა განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ მას. ცხადია, ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის სუვერენიტეტის სრული პატივისცემა. ჩვენ გვსურს ვიხილოთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენა. მაგრამ, როგორ განისაზღვრება ეს - ბატონმა პუტინმა უნდა განსაზღვროს ომის დასრულება, მაგრამ ბატონი ზელენსკი განსაზღვრავს, როგორი იქნება გამარჯვება“ - განაცხადა გასულ კვირას, „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კირბიმ.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, ვაშინგტონმა კიევს 6 მილიარდამდე დოლარის ღირებულების დახმარება გაუწია. გასულ კვირას, კიევმა ვაშინგტონისგან მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები მიიღო.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG