ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა საჰაერო თავდაცვას ითხოვს და ამბობს, რომ რუსეთის შემდეგი სამიზნე ლისიჩანსკია


უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს დასავლეთის ლიდერებს უკრაინას საზენიტო თავდაცვის სისტემები მიაწოდონ, რათა არმიამ ლისიჩანსკი საჰაერო თავდასხმებისგან დაიცვას. ეს ბოლო დიდი ქალაქი, რომელიც ჯერ კიდევ უკრაინის ჯარების ხელშია აღმოსავლეთ ლუჰანსკის პროვინციაში.

დიდი შვიდეულის შეხვედრაზე, ონლაინ მიმართვის დროს, ზელენსკიმ ლიდერებს ასეევე სთხოვა დაეხმარონ უკრაინას მარცვლეულის ექსპორტში და დაუწესონ რუსეთს მეტი და უფრო მკაცრი სანქციები.

ლიდერების შეხვედრის პარალელურად, რუსეთის ჯარი ლისიჩანსკს უტევდა. სწორედ ეს ქალაქი ამოიღეს კრემლის ჯარისკაცებმა მიზანში მას შემდეგ, რაც მეზობელი სევეროდონეცკი დაიკავეს.

ლუჰანსკის გუბერნატორი სერჰი გაიდაი ამბობს, რომ ქალაქში "კატასტროფული" ნგრევაა დაბომბვის გამო. ამავე მიზეზით, საჭირო გახდა მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია.

"სიტუაცია ქალაქში ძალიან მძიმეა", - დაწერა თავის "ტელეგრამ" არხზე გაიდაიმ.

დიდი შვიდეულის შეხვედრამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დამატებითი იარაღის მიღება.

XS
SM
MD
LG