ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპარლამენტის კენჭისყრის წინ, რუსეთმა ხარკივი დაბომბა


რუსული ძალების მიერ დაბომბილი ხარკივი, უკრაინა.
რუსული ძალების მიერ დაბომბილი ხარკივი, უკრაინა.

ვიდრე ევროპარლამენტი კენჭს უყრიდა უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში, ხარკივში რუსულმა ძალებმა საცხოვრებელი ტერიტორიები დაბომბა.

ხარკივის რეგიონის გუბერნატორი, ოლეჰ სინეჰუბოვი აცხადებს, რომ ხარკივისა და სხვა ქალაქების საცხოვრებელი უბნების დაბომბვა შეუჩერებლად გაგრძელდა.

„რუსი ოკუპანტები უწყვეტად ბომბავენ მშვიდობიან მოქალაქეებს. ეს არის მტკიცებულება, რომ ჩვენ არ უნდა ველოდოთ სცენარის იმგვარ განვითარებას, როგორც კიევში, ან ჩერნიჰივში მოხდა, როცა ზეწოლის შედეგად რუსულმა ძალებმა უკან დაიხია“ - წერს „ტელეგრამის“ ოფიციალურ გვერდზე, გუბერნატორი.

ოლექსი არესტოვიჩი, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი აცხადებს, რომ რუსულმა ძალებმა, ხარკივი „მოსახლეობის დატერორების მიზნით დაბომბა“ ამასთან, უკრაინულ ძალებს უკან დახევას აიძულებდა.

მიმდინარე კვირის დასაწყისში, პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირის საბოლოო გადაწყვეტილების წინ, რუსეთი საბრძოლო მოქმედებებს გააძლიერებდა.

ომის ახალი ფაზა
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:20 0:00

„ცხადია, ჩვენ ველით, რომ მიმდინარე კვირაში რუსეთი მტრულ მოქმედებებს გააძლიერებს. ჩვენ ვემზადებით, ჩვენ მზად ვართ“- განაცხადა პრეზიდენტმა.

ევროპარლამენტმა 529 ხმით 45-ის წინააღმდეგ (14-მა თავი შეიკავა) მხარი დაუჭირა რეზოლუციას უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიცემის შესახებ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG