ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლონდონმა ასანჟის ამერიკაში ექსტრადიციის მოთხოვნის დაკმაყოფილება გადაწყვიტა


ასანჟის ექსტრადირება ამერიკაში მოხდება. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ვაშინგტონის მოთხოვნა გაერთიანებული სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დააკმაყოფილა. მინისტრ პრიტი პატელის ამ გადაწყვეტილებით „ვიკილიქსის“ დამფუძნებლის ექსტრადიციის პროცესი დასასრულს უახლოვდება.

ასანჟს ამერიკაში მრავალწლიანი პატიმრობა ემუქრება. მას კანონის დარღვევას 18 მუხლით ედავებიან. მათ შორისაა ჯაშუშობა, რომელიც სამხედრო ჩანაწერებისა და დიპლომატიური დოკუმენტების დიდი რაოდენობით გამოქვეყნებას უკავშირდება. ვაშინგტონი აცხადებს, რომ ამ დოკუმენტების გასაჯაროებამ ადამიანებს სასიცოცხლო საფრთხე შეუქმნა.

ასანჟის ერთგული მხარდამჭერები ამბობენ, რომ ის სისტემის მამხილებელია და მსხვერპლია, რადგან „ვიკილიქსის“ დამფუძნებელმა ავღანეთსა და ერაყში ამერიკის მიერ ჩადენილი არაერთი დანაშაული გამოავლინა. ასანჟის უფლებადამცველების პოზიცია უცვლელი რჩება. ისინი ამბობენ, რომ ასანჟი პოლიტიკურად იდევნება და ეს არის თავდასხმა ჟურნალისტიკასა და სიტყვის თავისუფლებაზე.

ასანჟის მეუღლე ამბობს, რომ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებამ ასანჟის ამერიკისთვის გადაცემის პროცესს წერტილი დაუსვა, თუმცა ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. პროცესი წლებია გრძელდება და შინაგან საქმეთა სამინისტროს არც ახლანდელ გადაწყვეტილებაში არ არის დაკონკრეტებული, თუ როდის მოხდება გადაწყვეტილების სისრულეში მოყვანა.

ბრიტანულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ასანჟს ამერიკაში პოლიტიკური მოტივით არ გაასამართლებენ.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG