ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ჰუმან რაითს უოჩი" რუსეთს აკრძალული ნაღმების გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდებს


საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰუმან რაითს უოჩი" ამბობს, რომ უკრაინაში რუსეთის ომის გამო არაერთი სამოქალაქო პირი იღუპება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას იღებს. ამის მიზეზი კი სხვა თავდასხმებთან ერთად ის ნაღმებია, რომელთა გამოყენებაც საერთაშორისო მასშტაბით აკრძალულია.

16 ივნისს გამოქვეყნებულ ანგარიშში ორგანიზაცია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სატრანსპორტო საშუალებების წინააღმდეგ ნაღმები ორივე მხარემ გამოიყენა, მხოლოდ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც დადასტურებულად იყენებს ქვეითთა საწინააღმდეგო აკრძალულ ნაღმებს. შედეგად კი სამოქალაქო პირები შავდებიან და ფერხდება საკვები პროდუქტის წარმოება და სურსათის დისტრიბუცია.

ამავე ანგარიშში აღწერილია ის შვიდი ტიპის ქვეითთა საწინააღმდეგო ნაღმები, რომელთა გამოყენებაც უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ 24 თებერვლის შემდეგ დაფიქსირდა. უკრაინული მხარე კი საერთაშორისო შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს ასრულებს და აკრძალული იარაღის გამოყენება დადასტურებული არ არის.

XS
SM
MD
LG