ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში პირველი ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადება


თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი თავისი პირველი ოფიციალური საპრეზიდენტო ვიზიტით ეწვევა ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს და საუდის არაბეთს. ანალიტიკოსების თქმით, ამ ვიზიტს შეუძლია, რომ გარკვეულწილად პოზიტიური როლი ითამაშოს ისრაელსა და მის მეზობლებს შორის ურთიერთობის ნორმალიზებაში.

ბაიდენი ივლისის შუა რიცხვებში 4 დღით ეწვევა რეგიონს. ის შეხვდება ისრაელის ლიდერებს და დასავლეთ სანაპიროზე პალესტინის წარმომადგენლებსაც გაესაუბრება, რათა აჩვენოს თავისი მზაობა არსებული სიტუაციის ორმხრივი მოგვარების შესახებ.

ისრაელიდან ბაიდენი საუდის არაბეთში გაემგზავრება. ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს და ეს იქნება პირველი პირდაპირი ფრენა, რომლის დროსაც, ამერიკის პრეზიდენტი იერუსალიმიდან ქალაქ ჯედაში გაფრინდება. აქამდე მსგავსი შემთხვევა 2017 წელს მოხდა, როდესაც დონალდ ტრამპი რიადიდან თელავივში გაფრინდა.

ჯედაში, ბაიდენი არამხოლოდ თავის პირდაპირ კოლეგას არამედ პრინცსაც შეხვდება, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ პიროვნებად ითვლება.

XS
SM
MD
LG