ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და რუსეთმა უნდა წააგოს,“- ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი


ნატო აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერებას აგრძელებს, ლიეტუვაში უკვე დასრულდა დამატებითი შეიარაღებისა და სამხედრო ძალების განთავსება. ლატვიის თავდაცვის მინისტრი ამბობს, რომ არც უკრაინაში და არც ნატოს აღმოსავლეთის ფლანგზე არ უნდა იყოს სუსტი წერტილი.

„სისუსტის ნებისმიერი ნიშანი იქნება ეს უკრაინაში თუ ნატოს ტერიტორიაზე, რუსეთს წაახალისებს,“- თქვა არტის პაბრიკსმა, რომელიც ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებს. მან განცხადებები ბრიუსელში ყოფნის დროს გააკეთა და აღნიშნა, რომ„უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს, ეს ძალიან მარტივია და რუსეთმა უნდა წააგოს. აქედან სხვა გამოსავალი არ არსებობს“

ლიეტუვის თავდაცვის მინისტრი აქვე ამბობს, რომ რომ სხვა გამოსავალი არ არსებობს. ლატვიის თავდაცვის მინისტრის პოზიციებს იზიარებს ლიტვა და ესტონეთიც.

თებერვალში, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყო, ნატომ დამატებითი შეიარაღება და სამხედრო ძალა გადაისროლა აღმოსავლეთის ფლანგზე. განსაკუთრებული ყურადღება ბალტიისპირეთის ქვეყნებზე გამახვილდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG