ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი უსაფრთხოების რისკების გადაფასებას ახდენს


ბალტიის ზღვაში ნატოს სამხედრო წვრთნების ფარგლებში, შვედეთის კუთვნილ კუნძულ გოტლენდზე, ამერიკელმა საზღვაო ქვეითებმა შვედ სამხედროებთან ერთად საჰაერო და ამფიბიური დესანტის გადასხმა მოახდინეს.

შვედეთის ამ კუნძულზე, სადაც 58 ათასი ადამიანი ცხოვრობს, უცხოელთა შეჭრა იმდენად წარმოუდგენლად იყო მიჩნეული, რომ საუკუნის დასაწყისში შვედმა კანონმდებლებმა მისი სრული დემილიტარიზაცია მოახდინეს, თუმცა ახლა უკან დაბრუნდნენ და არა მხოლოდ მისი დაცვის, არამედ უცხოელი აგრესორისგან გათვისუფლების გეგმებსაც ამუშავებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიური „ბალთოპს“ წვრთნები რაიმე კონკრეტული საფრთხის საპასუხოდ არ ტარდება, ამ წელს, ის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთთან დაძაბულობის ფონზე ტარდება და მასში მონაწილეობას ნატოს წევრი 14 ქვეყნის 7 ათასი სამხედრო მოსამსახურე და 45 ხომალდი იღებს. წვრთნებში შვედეთი და ფინეთიც არიან ჩართული.

ბალტიის ზღვის სამხრეთ ნაწილში სტრატეგიულად განლაგებული კუნძულზე უცხოური შეჭრა ისტორიაში ხდებოდა, ერთ-ერთი ბოლო იყო 1808 წელს მომხდარი შეჭრა, როდესაც რუსულმა ძალებმა კუნძულის ცოტა ხნით ოკუპაცია მოახდინა.

ცივი ომის შემდეგ, შვედეთმა რუსული აგრესიის რისკი შემცირებულად ჩათვალა და გოტლენდის გარნიზონი მთლიანად დახურა. თუმცა 2014 წელს რუსეთის მიერ უკრაინის ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2018 წელს კუნძულზე სამხედროები დაბრუნდნენ. ამჟამად იქ სულ 400 შვედი ჯარისკაცი იმყოფება, მაგრამ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კონტინგენტის გაძლიერება იგეგმება.

XS
SM
MD
LG