ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

შვედეთი უკრაინას მეტ სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას გაუწევს


უკრაინას შვედეთი მეტ ეკონომიკურ დახმარებას და სამხედრო აღჭურვილობას სთავაზობს. კიევს მიაწვდიან ხომალდსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, ცეცხლსასროლ იარაღს და სხვა საბრძოლო შეიარაღებას. განცხადება ამის შესახებ დღეს შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პიტერ ჰულქვისტმა და ფინანსთა მინისტრმა მიქაელ დამბერგმა გააკეთეს.

"წინადადება [პარლამენტშია] შეტანილი, რაც გულისხმობს მთავრობის ცენტრალური ბიუჯეტიდან ფონდების ალოკაციას და 2022 წელს მის 1.0 მილიარდით ($102 მილიონით) გაზრდას, განაცხადა მიქაელ დამბერგმა. მისი თქმით, "უკრაინის სოლიდარობის ნიშნად, რუსეთის ქმედებაზე საერთაშორისო რეაგირების სახით, მთავრობა ხედავს უკრაინის მეტი მხარდაჭერის საჭიროებას".

შვედეთმა ჯერ კიდევ თებერვალში გამოაცხადა, რომ უკრაინას შეიარაღებით დაეხმარებოდა, მათ შორის ჩაფხუტებით, სხვა ამუნიციით და 5 000 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით. შემდეგ, მარტში შვედეთმა თქვა, რომ უკრაინაში დამატებით კიდევ 5 000 რაკეტას გააგზავნიდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG