ტეხასში ქალაქ უვალდეში, დაწყებით სკოლაზე მომხდარი თავდასხმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. შტატის გუბერნატორის გრეგ ებოტის განცხადებით, პირი, რომელიც სკოლაზე თავდასხმას გეგმავდა, საუკთარი განზრახვის შესახებ სოციალურ ქსელში წერდა. საუბარია სალვადორ რამოსზე, რომელმაც 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი მოკლა. თავად ის კი პოლიციელებმა მოკლეს.
გუბერნატორის განცხადებით რამოსს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. თუმცა რეგისტრირებული ფსიქიკური პრობლემები რამოსის შესახებ არ მოიძებნება.
ტეხასის გუბერნატორმა ჟურნალისტებს მიაწოდა ინფორმაცია თავდამსხმელის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ. კერძოდ, რამოსი თავდასხმამდე 30 წუთით ადრე სოციალურ ქსელში წერდა, რომ ის აპირებდა ბებიის მოკვლას. 66 წლის ქალი, სელია მარტინესი გადარჩა, ის საავადმყოფოში იმყოფება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
რამოსმა, მას შემდეგ რაც ბებიას თავს დაესხა, სოციალურ ქსელში განახლება გააკეთა და დაწერა „მე ვესროლე ბებიას. ცოტა ხანში კი დაწერა „მე ვაპირებ თავს დავესხა დაწყებით სკოლას“.
თავდამსხმელის ნათესავები ამბობენ, რომ რამოსი გაბრაზებული იყო, რადან მან თანატოლებთან ერთად სკოლის დამთავრება ვერ შეძლო.
დაწყებით სკოლაში თავდასხმის დროს დამატებით 17 ადამიანი დაშავდა, თუმცა ოფიციალური პირები ამბობენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია და საფრთხეს არ შეიცავს.
Facebook Forum