ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია შროდერისთვის ოფიციალური პრივილეგიების ჩამორთმევას გეგმავს


გერმანიის კანცლერი გერჰარდ შოლცი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2005 წლის 8 სექტემბერი
გერმანიის კანცლერი გერჰარდ შოლცი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, 2005 წლის 8 სექტემბერი

გერმანიის სამი მმართველი პარტია გეგმავს ყოფილ კანცლერ გერჰარდ შრედერს ჩამოართვას ოფიციალური პრივილეგიები და შტატის თანამშრომლები. გერმანიის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შროდერმა დაიცვა საკთარი ხანგრძლივი კავშირები კრემლთან და რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიუხედავად რუსეთთან ახლო კავშირები არ შეწყვიტა.

შროდერის საკუთარმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ოთხშაბათს განაცხადა, რომ საპარლამენტო ბიუჯეტის კომიტეტის დეპუტატები შეთანხმდნენ, რომ გერმანიის ყოფილი ლიდერის ზოგიერთი ოფიციალური პრივილეგია რეალურ მოვალეობებს დაუკავშირეს და არა ყოფილი კანცლერის სტატუსს.

ისინი დეპუტატებისთვის წინადადების წარდგენას ხუთშაბათს გეგმავდნენ.

შროდერი არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ დასავლეთში ბოლო თვეების განმავლობაში სულ უფრო იზოლირებული ხდება რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებულ კომპანიებში მუშაობის გაგრძელების გამო.

78 წლის შროდერი რუსული სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია „როსნეფტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. ის ასევე აქტიურად იყო ჩართული ჩრდილოეთის ნაკადის ორივე მილსადენის პროექტებში.

ამ წლის დასაწყისში, შროდერის თანამშრომლებმა სამსახური დატოვეს რუსეთთან მისი კავშირების გამო. ყოფილი კანცლერის პოლიტიკური მოკავშირეების მხრიდან აღშფოთების ახალი ტალღა წარმოქმნა იმან, რომ „ნიუ-იორკ ტაიმსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში შროდერმა თქვა, რომ რუსული ჯარის მხრიდან ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი ხოცვა-ჟლეტის გამოძიება უნდა მომხდარიყო სიმართლის დასადგენად და რომ მას არ ჰგონია, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერი პუტინი ამ ბრძანებებს გასცემს.

XS
SM
MD
LG