ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსულ საჰაერო იერიშს ჩერნიჰივში 8 ადამიანი ემსხვერპლა


რუსეთი უკრაინულ ქალაქებზე იერიშებს აგრძელებს. ამჯერად რუსულმა ავიაციამ იერიში ქალაქ ჩერნიჰივზე მიიტანა, ოფიციალური ინფორმაციით საჰაერო თავდასხმას 8 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, 12 კი დაიჭრა.

ჩერნიჰივის ოლქის გუბერნატორი მოსახლეობას მოუწოდებს დაემორჩილონ მითითებებს და შეასრულონ შესაბამისი მითითებები.

„დიახ ჩვენთან აღარ არიან რუსი ოკუპანტები, მაგრამ მათ კვლავ შეუძლიათ ჩვენზე თავდასხმა საჰაერო გზით. ნუ უგულებელყობთ საჰაერო თავდასხმის გაფრთხილებებს,“- მიმართავს გუბერნატორი მოსახლეობას.

რუსეთმა ომი უკრაინაში 24 თებერვალს დაიწყო, და ის მას დღემდე "სპეციალურ ოპერაციად" მოიხსენიებს. ომის თავდაპირველი განცხადებული მიზანი კიევის აღება, მთავრობის ჩამოგდება და უკრაინის დენაციფიკაცია იყო. თუმცა კრემლს სტრატეგიის შეცვლა მოუწია, და ახლა მთელი ყურადღება რუსულ ჯარს, უკრაინის აღმოსავლეთზე, დონბასის რეგიონზე აქვს მიმართული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG