ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გერმანია უკრაინას ჰაუბიცებს გადასცემს


ბერლინი ამბობს, რომ კიევს დამატებით შვიდ ჰაუბიცას (Panzerhaubitze 2000) მიაწვდის. განცხადეება ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა გააკეთა. ბერლინის ბოლო გადაწყვეტილება კიდევ ერთი ნაბიჯია, გერმანიის პოლიტიკის ცვლილების კუთხით.

გერმანიის მხრიდან უკრაინისთვის ჰოვიცერების გადაცემა, ნიდერლანდების მიერ მსგავს ნაბიჯთან ერთად, ნიშანია იმისა, რომ ბერლინი ქვეყნის შიგნით ზეწოლას განიცხდის და პოლიტიკის შეცვლა უწევს. ბერლინი ამბობს, რომ მძიმე იარაღების გამოყოფა ბუნდესვერის მარაგებიდან მოხდება და ის კიევში მომდევნო კვირების განმავლობაში ჩავა.

უკრაინას მძიმე ტექნიკას და შეიარაღებას გადაცემს ნიდერლანდებიც, ქვეყანამ უკრაინას უკვე გადასცა, ხუთი საარტილერიო სისტემა.

„ჩვენ უნდა დავუპირისპირდეთ რუსეთის აგრესიას, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინას ამ ბრძოლაში, ამ ომში,“- ამბობს ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრი კაისა ოლონგრენი, რომელიც მანამდე გერმანიის თავდაცვის მინსიტრს შეხვდა.

ახლა კიევისთვის მძიმე ტექნიკის მიწოდება პრიორიტეტულია. უკრაინის ხელისუფლება ამბობს, რომ მათ ძალიან სჭირდებათ 12 ჰაუბიცა და უკრაინელი სამხედროების გადამზადება, რადგან ეს საარტილერიო იარაღი განსხვავებულია, იმისგან რასაც უკრაინელი ჯარისკაცები იყენებენ.

უკრაინა ამ დრომდე იყენებს საბჭოთა წარმოების მძიმე შეიარაღებას, რომელთა მარაგიც დასავლეთის სხვა ქვეყნებში უკვე ამოიწურა. ახლა კი უკრაინელმა სამხედროებმა დასავლეთის ქვეყნების ჰაუბიცების გამოყენება უნდა ისწავლონ.

უკრაინელი ჯარისკაცების გადამზადება, გერმანიის ქალაქ იდარ-ობერშტაინში მომდევნო კვირაში დაიწყება.

Panzerhaubitze 2000 ერთ-ერთი უძლიერესი საარტილერიო იარაღია ბუნდესვერის ინვენტარში და შეუძლია სამიზნეების დარტყმა 40 კმ-ის მანძილზე მიიტანოს.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG