გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ გლობალური სურსათის უსაფრთხოების პრობლემა ვერ მოგვარდება უკრაინის სასოფლო-სამეურნეო წარმოებისა და რუსული საკვებისა და სასუქის წარმოების აღდგენის გარეშე.
თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობა გამოიწვია, მოიმატა ფასებმა და გაძვირდა ლოგისტიკაც. ეს კი პოტენციურად სირთულეებს ქმნის კოვიდ-19-ის შედეგად დაზიანებული ეკონომიკების აღდგენაში.
„ჩვენი ანალიზის თანახმად, უკრაინაში მიმდინარე ომი ამძაფრებს სიტუაციას და აღრმავებს კრიზისს, რომელიც ძირს უთხრის მსოფლიოში სურსათის, ენერგიისა და ფინანსური სისტემების უსაფრთხოებას განვითარებად ქვეყნებში“ - თქვა გუტერეშმა.