ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოთხი გზა - როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში


ოთხი გზა - როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:04:29 0:00
  • რუსული გამარჯვება

უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ, ბევრი დასავლური დაზვერვის შეფასება, რუსეთის სწრაფ გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა. ასე არ მოხდა.

მაღალმოტივირებული მებრძოლებითა და მთელი მსოფლიოს ქვეყნებიდან იარაღის მეშვეობით, უკრაინამ ძლიერი საწყისი პასუხი აჩვენა. გამარჯვებისთვის ახლა რუსეთი უფრო რთულ გზას უნდა გაჰყვეს.

თუ რუსეთი კვლავ შეეცდება დაიპყროს მთავარი უკრაინული ქალაქები, მათ შორის დედაქალაქი კიევი, ის ამისთვის უფრო მძლავრ სტრატეგიებს გამოიყენებს, მათ შორის საჰაერო თავდასხმებს. ეს კიდევ უფრო მეტ სამოქალაქო მსხვერპლს გამოიწვევს.

რუსეთს ბევრად უფრო დიდი ჯარი ჰყავს, ვიდრე უკრაინას, ასევე მეტი იარაღი, რაც მას დიდ სამხედრო უპირატესობას ანიჭებს.

  • უკრაინა იმარჯვებს

იმისთვის, რომ ბრძოლის ველზე უკრაინამ გამარჯვება მოიპოვოს, ბევრად უფრო ძლიერ რუსულ ძალებთან გამკლავება დასჭირდება.

სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ დედაქალაქის შესანარჩუნებლად, უკრაინას შესაძლოა პატარა ქალაქების დათმობა მოუწიოს.

უკრაინულ ძალებს შეუძლია გააგრძელოს შეიარაღებული ჩასაფრების მოწყობა და რუსეთის მხარდაჭერის ხაზებს თავდასმა იმ იმედით, რომ შექმნიან ჩიხს, რაც რუსული ძალების გასვლას გამოიწვევს.

უფრო სავარაუდოა, რომ უკრაინამ შესაძლოა სამხედრო წარმატებებისა და რუსეთზე მსოფლიო ზეწოლის კომბინაციით გაიმარჯვოს.

რუსეთს უწევს როგორც ეკონომიკურ სანქციებს, ასევე დიპლომატიურ იზოლაციას გაუმკლავდეს.

ომი ასევე შეიძლება დასრულდეს დიპლომატიური გადაწყვეტით, განსაკუთრებით თუ რუსეთის მოკავშირე ჩინეთი მოსკოვზე ზეწოლას განახორციელებს.

უკრაინის გამარჯვების კიდევ ერთი გზა - ბუნდოვანი შესაძლებობა - ვლადიმირ პუტინის თანამდებობიდან გადაყენებაა. ეს ალბათ მოითხოვს ომის წინააღმდეგ რიგითი რუსების აჯანყებას, ან ელიტების მზაობას, გადატრიალების განსახორციელებლად.

  • გრძელვადიანი დაპირისპირება

მაშინაც კი, თუ რუსეთი შეძლებს მთავარი ქალაქების აღებას, მარტივი გამარჯვება გარანტირებული არ იქნება.

უკრაინელი მებრძოლები შეიძლება ჩაერთნონ ხანგრძლივ პარტიზანულ ბრძოლაში,რომელიც თვეების ან თუნდაც წლების განმავლობაში შესაძლოა გაგრძელდეს.

აჯანყებულებს შეუძლიათ ჩასაფრებები მოაწყონ ქალაქის სიღრმეებში, სახურავებზე, ჩიხებსა და შენობებში.

კარგად კოორდინირებულ ძალას, დასავლეთის იარაღით შეიარაღებულს, დიდი ხნის განმავლობაში შეუძლია შეაკავოს დიდი თავდასხმა. ამან შეიძლება ბრძოლა ჩიხში შეიყვანოს.

ასეთმა კონფლიქტმა შეიძლება ორივე მხარიდან მზარდი მსხვერპლი გამოიწვიოს და რუსული მზაობა შეასუსტოს. ეს 1980-იან წლებში, რუსეთის ავღანურ გამოცდილებას გაიმეორებდა.

ნათელი არ არის, რა არის პუტინის მიზანი უკრაინაში. თუ მას სურს სათავეში პრორუსული მთავრობა მოიყვანოს, საამისოდ ოკუპაცია დასჭირდება.

ასეთი ოკუპაცია, ასევე შეიძლება ხანგრძლივი შეიარაღებული წინააღმდეგობის წინაშე აღმოჩნდეს და გაჭიანურებული კონფლიქტი გამოიწვიოს.

  • უფრო ფართო ომი

სცენარის ყველაზე ცუდი განვითარება, უფრო ფართო ომი იქნებოდა, რომელიც ევროპის სხვა ქვეყნებზეც გავრცელდება. ასეთ ომში შესაძლოა რამდენიმე ატომური ქვეყანა ჩაერთოს.

ეს შესაძლოა სწრაფად გამწვავდეს და კატასტროფული შედეგები გამოიწვიოს.

ამ მიზეზების გამო, ევროპული ქვეყნები, შეერთებული შტატები, ნატო, კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებას სიფრთხილით ცდილობენ.

მათ ნათლად თქვეს, რომ ისინი არ არიან რუსეთთან ომში ჩართულნი, ამიტომ უკრაინაში ჯარების გაგზავნა გამორიცხეს. მათ ასევე უარყვეს უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის იდეა, რადგან ამას შესაძლოა რუსული თვითმფრინავების ჩამოგდება მოჰყოლოდა.

თუმცა, შეცდომების სერიამ, უფრო ფართო ომი მაინც შეიძლება გამოიწვიოს.

ასევე არ არის გამორიცხული, რუსეთმა კონფლიქტის განზრახ ესკალაცია მოახდინოს - თუ, მაგალითად, მარცხის წინაშე აღმოჩნდება.

XS
SM
MD
LG