შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 12 აპრილს აიოვის შტატის ქალაქ დე-მოინში განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში გენოციდს სჩადის. ეს რუსეთის მიმართ რიტორიკის სერიოზული ესკალაციაა. ტერმინოლოგიის ასეთი ცვლილება ხდება იმ დროს, როცა ამერიკის ოფიციალური პირები გვერდს უვლიდნენ ამ ტერმინის გამოყენებას.
პრეზიდენტმა ბაიდენმა მოსაზრება გენოციდთან დაკავშირებით პირველად აიოვის შტატის ქალაქ მენლოში გააჟღერა, სადაც ის ვლადიმირ პუტინის უკრაინაში წამოწყებული ომის ზემოქმედებას გმობდა საწვავისა და სურსათის ფასების ზრდაზე. პრეზიდენტმა იქვე თქვა, რომ უკრაინაში მომხდარს საბოლოო კვალიფიკაცია გამოძიებაზე დაფუძნებით, სასამართლომ უნდა მისცეს.
რუსეთი “სპეციალური ოპერაციის” სახელით, უკრაინაში ხელმეორედ 24 თებერვალს შეიჭრა. ფართომასშტაბიანი ოპერაციის ბოლო კვირებში უკრაინის და დასავლეთის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მატულობს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულებების და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ დანაშაულებათა მტკიცებულება, რაც სისტემატურ ხასიათს ატარებს.
Facebook Forum