უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმააცთ, კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მიერ განხორციელებული ავიაიერიშის მსხვერპლთა რაოდენობა 39-მდე გაიზარდა. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია. უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღძრა მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე „ომის წესების დარღვევის“ მუხლით. კანონი ითვალისწინების მონაწილე პირთა დასჯას რიგითის დონეზე
კრამატორსკის მერის, ოლექსანდრ გონჩარეკოს თქმით, დაშავებულებს შორის ბევრის მდგგომარეობა მძიმეა. "ხელების, ფეხების გარეშე, ერთდროულად 30-40 ქირურგი ატარებს ოპერაციას“, თქვმა მერმა. მისივე ინფორმაციით, რკინიგზის სადგურში 4 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა ევაკუაციის მოლოდინში.
მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთმა რკინიგზის სადგურზე იერიში „ტოჩკა-უ“ ტაქტიკური რაკეტით მიიტანა.
„რუსი მხეცები არ იშლიან თავიანთ მეთოდებს, ბრძოლის ველზე ჩვენთან გამკლავების ძალა და გამბედაობა რომ არ შესწევთ, ცინიკურად ანადგურებენ მშვიდობიან მოსახლეობას. ეს არის ბოროტება, რომელსაც არ აქვს საზღვარი და თუ ის არ დაისჯება, არც არასდროს გაჩერდება“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშთან კავშირს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებს "ტოჩკა-უ" ტაქტიკურ რაკეტებს.
მანამდე, დონეცკის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ თქვა, რომ კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე იერიში რუსეთის კუთვნილი „ისკანდერის“ რაკეტით განახორციელა რუსეთის არმიამ.