ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

20 723 უკრაინელი ლტოლვილი საქართველოში იმყოფება


„3 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 20 723 უკრაინელი ლტოლვილია, მათ შორის 4 500 არის ბავშვი. ბოლო დროს უკრაინის საელჩოში მოსული საქართველოში ჩამოსული უკრაინელი ლტოლვილების უმრავლესობა მარიუპოლიდანაა. ეს მოქალაქეები, მტრის ტერიტორიის გავლით, ძალიან რთული გზით ჩამოდიან საქართველოში თავშესაფრის მოსაძებნად“,- ამბობს საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრი კასიანოვი და საქართველოს მადლობას უხდის უკრაინელი ლტოლვილების მიღებისა და მათი საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის.

კასინოვმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვისაც.

„მადლობას ვუხდით ყველას, ვინც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, საქართველოს, რომელმაც არა მხოლოდ მხარი დაუჭირა, არამედ გახდა ამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების თანაავტორი“, - განაცხადა კასიანოვმა და დაამატა, რომ უკრაინა მადლობელია საქართველოს მხრიდან ყველა საერთაშორისო არენაზე უკრაინისთვის გამოხატული მხარდაჭერისთვის.

უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო. ამ დროის შემდეგ იბომბებოდა არა მხოლოდ სამხედრო ობიექტები, არამედ სამშობიაროები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებიც. ქალაქ ბუჩიდან რუსული სამხედრო ძალების გასვლის შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღმოაჩინა 10-ობით მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი. ამ ომში 160-ზე მეტი ბავშვია მოკლული.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG