ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“რუსეთი ურთულეს ვითარებაშია“- მიშუსტინი


რუსეთის პრემიერ-მინისტრი, მიხაილ მიშუსტინი, ამბობს, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში რუსეთი ურთულეს ვითარებაში დგას, „მაგრამ რუსეთის გლობალური ეკონომიკიდან იზოლაცია წარუმატებელი იქნება“

მიშუსტინმა ასევე თქვა, რომ ახლა, როცა რუსეთს უცხოური კომპანიები ტოვებენ, რუსულ ბიზნესს ახალი შესაძლებლობები უჩნდება. კრემლი ცდილობს ასობით უცხოური კომპანია, რომელმაც 24 თებერვლის შემდეგ რუსული ბაზარი დატოვა, ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლოს ან სულაც ახალი კომპანიები შეიქმნას.

დასავლეთის ქვეყნები კი რუსეთზე ეკონომიკურ და ფინანსურ სანქციებს აძლიერებენ, რათა შეაჩერონ უკრაინაში რუსული ინტერვენცია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG