ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„წინააღმდეგობის მოძრაობა აცხადებს მზადებას პუტინის კრიმინალური რეჟიმის დასამხობად“ - ჩერნიშევის მანიფესტი


„ყველას აქვს რაიმე სახის შეთქმულების იმედი, იმედი, რომ ვლადიმირ პუტინს, რომელიმე ახლო თანამოაზრე, ან ოლიგარქი მოკლავს. მაგრამ, მეჩვენება, რომ ეს გამოსავალი არ იქნება“ - ამბობს პოპულარული რუსი ბლოგერი, წლების განმავლობაში კრემლის კრიტიკოსი დმიტრი ჩერნიშევი.

ამის ნაცვლად, ჩერნიშევი რუსებს მოუწოდებს, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობას შეუერთდნენ, რომელსაც თავად აყალიბებს და მიზნად ისახავს ფართო სამოქალაქო დაუმორჩილებლობას, რომელიც ქუჩის პორტესტს გასცდება. მისი თქმით, რუსეთის ლიდერის დასამხობად, შეირაღებული წინააღმდეგობა და დივერსია იქნება საჭირო.

კრემლის სხვა კრიტიკოსებისგან და ოპოზიციური ფიგურებისგან 55 წლის მწერალს, ეს პოზიციონირება განასხვავებს.

"ძალა უძალოთა" - რუსული პროტესტი ომის წინააღმდეგ
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:06:43 0:00

მიმდინარე კვირაში, რუსი ვეტერანი ადამიანის უფლებადამცველები და პოლიტიკური აქტივისტები, ომის საწინააღმდეგო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ძალისხმევას უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგობაზე მიმართავს. ისინი ამზადებენ ღია წერილს, რომლითაც მოუწოდებენ რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინასთან ომი. „ჩვენი საერთო მოვალეობაა შეწყდეს ომი, დავიცვათ ყველა ადამიანის სიცოცხლე, უფლებები და თავისუფლებები, როგორც უკრაინელების, ასევე რუსების“ - ეს არის განაცხადი, რომელიც ღია წერილში ჩაიწერება.

მანიფესტს, რომელიც მალე გამოქვეყნდება, ხელს ოპოზიციის ათობით წარმომადგენელი მოაწერს. მათ შორის, ლევ პონომარიოვი, ოლეგ ორლოვი და სვეტლანა განუშკინა. ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციებში მონაწილეობისკენ, რუსებს ასევე მოუწოდა ალექსეი ნავალნიმ, კრემლის დაპატიმრებულმა კრიტიკოსმა, რომელსაც გასულ კვირას სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მაგრამ, "ამერიკის ხმასთან" საუბრისას ჩერნიშევი ამბობს, რომ მეტის გაკეთებაა საჭირო, ვიდრე ქუჩის საპროტესტო აქციებია და ამბობს, რომ მისი სტრატეგია უფრო ფართოა. ჩერნიშევს, ხელისუფლების მხრიდან მუქარის შემდეგ, ქვეყნის დატოვება მოუწიოა და ახლა ისრაელშია. ის ამბობს, რომ „ძალაუფლების უბრალოდ ერთი ხელიდან, მერეზე გადაცემა“, რუსეთს არ დაეხმარება.

ჩერნიშევს მიაჩნია, რომ რუსეთს ისეთივე მძიმე მდგომარეობა ექნება, თუ პუტინს ვინმე ვიქტორ ზოლოტოვის, რუსეთის ეროვნული გვარდიის უფროსის მსგავსი, ან სერგეი შოიგუ, თავდაცვის მინისტრი, ჩაანაცვლებს. „მეჩვენება, რომ უსაფრთხოების ძალებმა იმდენი დანაშაული ჩაიდინეს, რომ მშვიდობიანი გზით არ დათმობენ ძალაუფლებას“, - ამბობს ჩერნიშევი.

აჯანყების გაღვვება

ჩერნიშევი ამბობს, რომ ამ ვითარებაში აჯანყების წაქეზების გარდა, სხვა გზა თითქმის არ არსებობს. ფეისბუქის ბოლო პოსტში მან გამოაქვეყნა ეროვნული წინააღმდეგობის მანიფესტი, რომელშიც მოუწოდებდა აჯანყებისკენ. „წინააღმდეგობის მოძრაობა აცხადებს მზადებას პუტინის კრიმინალური რეჟიმის დასამხობად“, - ამ სიტყვებით იწყება მანიფესტი.

„ჩვენ გამოვიყენებთ ყველა მეთოდს, მათ შორის ხალხის აჯანყების უფლებას. მოქალაქეების განუყოფელი უფლებაა, ნებისმიერი გზით დაიცვას თავისი უფლებები და თავისუფლება უზურპატორებისგან, მათ შორის შეიარაღებული ბრძოლით. ჩვენ ამოვწურეთ ყველა მშვიდობიანი საშუალება“ - ნათქვამია მანიფესტში.

სხვა პოლიტიკური აქტივისტები თვლიან, რომ გარემოებები არ არის შესაფერისი ეროვნული წინააღმდეგობის გაღვივებისთვის, რომელსაც ჩერნიშევი იმედოვნებს. მათი თქმით, პუტინი წლების განმავლობაში ემზადებოდა, რათა თავიდან აეცილებინა ნებისმიერი "ფერადი რევოლუცია". სხვები მიუთითებენ გამოკითხვებზე, რომლებიც ვარაუდობს, რომ რუსეთის ლიდერს უკრაინაში შეჭრის მხარდაჭერა აქვს.

ჩერნიშევი უარყოფს კრიტიკას. „ვინც ჩაატარა გამოკითხვა, ყველამ იცის, რომ ქუჩაში გამოკითხული 10-დან 9 უარს ამბობს პასუხზე. ადამიანები იღებენ ზარებს სახლის ტელეფონებზე და ეკითხებიან, მხარს უჭერენ თუ არა მთავრობის საქმიანობას. ადამიანებს ეშინიათ მართალი პასუხის გაცემა და, რა თქმა უნდა, ამბობენ, რომ მხარს უჭერენ. დარწმუნებული ვარ, პუტინის რეიტინგი უკიდურესად დაბალ დონეზეა. მოგიწოდებთ, არ დაიჯეროთ არჩევნების შედეგები“, - ამბობს ის.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG