ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბირთვული ავარიის რისკის შესამცირებლად სასწრაფო ზომები უნდა მივიღოთ - IAEA


რაფაელ გროსი, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. 4 მარტი, 2022.
რაფაელ გროსი, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი. 4 მარტი, 2022.

„გადაუდებელი ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით“, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ხელმძღვანელი უკრაინაში გაემგზავრა.

„სამხედრო კონფლიქტი უპრეცედენტო საფრთხის ქვეშ აყენებს უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს და რადიოაქტიური მასალების მქონე სხვა ობიექტებს“ - ნათქვამია სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის მიერ, 29 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

„ჩვენ უნდა მივიღოთ სასწრაფო ზომები, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ შეუძლია უსაფრთხოდ და დაცულად მუშაობის გაგრძელება. შევამციროთ ბირთვული ავარიის რისკი, რომელსაც როგორც უკრაინაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, ჯანმრთელობასა და გარემოზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“ - აცხადებს გროსი.

უკრაინის ოთხი ატომური ელექტროსადგურიდან რამდენიმე, ასევე ბირთვულ სადგურთან დაკავშირებულ სხვა ობიექტები, რუსეთის შეჭრით შედეგად დაზარალდა. ზოგიერთი მათგანი ახლა რუსეთის კონტროლის ქვეშაა, რაც ავარიის შიშს აჩენს.

უკრაინაში ასევე განთავსებულია ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, სადაც 1986 წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ატომური ავარია მოხდა. იქ რადიოაქტიური ნარჩენების მართვის ობიექტებია განთავსებული.

რუსულმა ძალებმა, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური, 24 თებერვალს, უკრაინაში ხელახალი შეჭრის პირველივე დღეს აიღო. ამის შემდეგაც, მის მართვას უკრაინული პერსონალი განაგრძობდა.

”ჩვენ არ შეგვიძლია მეტი დროის დაკარგვა. ეს კონფლიქტი უკვე იწვევს წარმოუდგენელ ადამიანურ ტანჯვასა და ნგრევას. IAEA-ს ექსპერტიზა და შესაძლებლობებია საჭირო, რათა თავიდან იქნას აცილებული ის, რამაც შეიძლება ბირთვულ ავარიამდე მიგვიყვანოს” - აცხადებს გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG