ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"მთელ ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის განმეორება"


„ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური იწვის" - უკრაინელი ოფიციალური პირები

უკრაინის პრეზიდენტის კაბინეტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლაკი აცხადებს, რომ ევროპა ბირთვული კატასტროფის განმეორების საფრთხის წინაშეა.

"ზაპორიჟიას ატომური ელექტროსადგური ცეცხლის ქვეშაა! მთელ ევროპას ემუქრება ბირთვული კატასტროფის განმეორების საფრთხე. რუსებმა ცეცხლი უნდა შეწყვტონ" - წერს "ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე, მიხაილო პოდოლაკი.

ზაპორიჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ატომურ ელექტროსადგურზე, რუსული სამხედრო ძალების მიერ თავდასხმის შედეგად, ხანძრის გაჩენის შესახებ ვიდეომიმართვა სადგურის სპიკერმა გაავრცელა.

„სროლის შედეგად, ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა. ვიმეორებ: ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რუსეთის ფედერაციის ძალების დარტყმის შედეგად ხანძარი გაჩნდა“ ამბობს, ანდრეი ტუზი, ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის სპიკერი, სააგენტო „AP”-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

მისი თქმით, მომხდარი რეალურ ატომურ საფრთხეს ქმნის.

„რუსეთის ფედერაცია სროლას განაგძობს ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე. ევროპის უდიდეს ატომურ ელექტროსადგურზე არის რეალური ატომური საფრთხე. მოვითხოვთ შაჩერონ სროლა“ - აცხადებს ტუზი.

„AP”, ატომურ ელექტროსადგურთან ახლომდებარე ქალაქ ენერჰოდარის მერის ვიდეომიმართვასაც ავრცელებს.

„გთხოვთ გონს მოეგოთ, სასწრაფოდ შეწყვიტოთ სროლა ზაპორიჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე“ - აცხადებს დმიტრო ორლოვი.

ატომურ ელექტროსადგურზე გაჩენილი ცეცხლის შესახებ, განცხადება „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გაავრცელა. დმიტრო კულება მოითხოვს, რუსეთმა შეწყვიტოს სროლა, შექმნას უსაფრთხო ზონა და ცეცხლის ჩასაქრობად, მეხანძრეებს მუშაობის საშუალება მისცეს.

მანამდე, რუსულმა საინფორმაციო სააგენტო, "რია ნოვოსტიმ" უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გაკეთებული განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ მეხანძრეები ხანძრის ჩაქრობას ვერ ახერხებენ, რადგან მათ რუსული ჯარი ესვრის.

მოგვიანებით, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მეხანძრეებს ადგგილზე შესვლის საშუალება მიეცათ.

თეთრი სახლის რეაქცია

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძრის შესახებ ტელეფონით ისაუბრეს. ამ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტი ბაიდენი შეუერთდა პრეზიდენტ ზელენსკის რუსეთის მიმართ მოწოდებაში, რომ შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები რეგიონში და დაუშვას მეხანძრეებს და სასწრაფო დახმარების მუშაკების ადგილზე შესვლა“ - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეთრი სახლის ცნობითვე, პრეზიდენტი ბაიდენი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტრო სადგურზე არსებული ვითარების შესახებ ასევე ესაუბრა აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის ბირთვული უსაფრთხოების საკითხებში მდივნის მოადგილესა და ბირთვული უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციის (NNSA) ადმინისტრატორს.

აშშ-ის ენერგეტიკის მდივანი გრანჰოლმი ამბობს, რომ დეპარტამენტმა ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გაააქტიურა და უკრაინის ატომურ სადგურზე მოვლენებს აკვირდება. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.

ჯენიფერ გრანჰოლმი აცხადებს, რომ უკრაინაში, ზაპორიჟიას ატომურ ელექტროსადგურზე რეაქტორები „მძლავრი შემაკავებელი სტრუქტურებითაა დაცული და რეაქტორები უსაფრთხოდ იკეტება.“

გრანჰოლმის თქმით, მან სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან და ადგილზე არსებულ მდგომარეობას გაეცნო.

„ობიექტთან ახლოს, რადიაციის ამაღლებული მაჩვენებლები არ ფიქსირდება“ - წერს „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე გრანჰოლმი.

XS
SM
MD
LG