ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში "ვაგნერის ჯგუფი" განალაგა


ორშაბათს, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ განაცხადა, რომ რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ჯგუფი ვაგნერი“ აღმოსავლეთ უკრაინაში განალაგეს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 1000-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი, მათ შორის ამ ორგანიზაციის მაღალი რანგის ლიდერები, საბრძოლო ოპერაციებში ჩაერთვება.

სამშაბათს, სტამბოლში მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების ფონზე, რუსეთმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქ კიევის და ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჩერნიჰივის გარშემო სამხედრო აქტიურობას მკვეთრად შეამცირებს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს „ურთიერთ ნდობის გასაზრდელად და შემდგომი მოლაპარაკებებისთვის საჭირო პირობების შესაქმნელად კეთდება“.

მას უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილებზე არაფერი უთქვამს, სადაც რუსული ძალები დიდ შეტევებს ახდენს, მაგრამ მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა უჭირს.

უკრაინის მხარემ თქვა, რომ მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის დროს რუსეთს შესთავაზეს, რომ უკრაინა უსაფრთხოების გარანტიების სანაცვლოდ ნეიტრალურ სტატუსს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კიევი სამხედრო ალიანსებს არ შეუერთდება და თავის ტერიტორიაზე სამხედრო ბაზებს არ განალაგებს.

XS
SM
MD
LG