ნატოს ინფორმაციით, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრას, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გაიმართება, უკრაინასთან ერთად საქართველოც დაესწრება.
მინისტერიალი ბრიუსელში 6-7 აპრილს არის დაგეგმილი. მას ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გაუძღვება.
მინისტერიალს შეხვედრაზე 7 აპრილს, უკრაინასთან და საქართველოსთან ერთად, ნატოს არაწევრი სხვა პარტნიორი ქვეყნებიც არიან მიწვეული. ესენია ავსტრალია, ფინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ახალი ზელანდია და შვედეთი.
ნატო აცხადებს, რომ ზოგიერთი მონაწილე შეხვედრას შესაძლოა დისტანციურად დაესწროს.