თუ რუსეთის უკრაინაში ომი გაგრძელდა, მაშინ 44 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 30% ახლო მომავალში შესაძლოა უკიდურეს სიღარიბეში, 62% პროცენტი კი ასეთი რისკის ქვეშ ერთ წლის განმავლობაში აღმოჩნდება, აცხადებს გაეროს განვითარების პროგრამა ( UNDP).
გაეროს პროგრამას მოჰყავს უკრაინის მთავრობის შეფასებები, რომლის თანახმად ომმა, ამ დრომდე დააზიანა 100 მილიარდის ღირებულების კრიტიკული ინფრასტრუქტურის ნაგებობები გზების, ხიდების, საავადმყოფოების ჩათვლით, და ამასთან, გააჩერა უკრაინის ბიზნეს საწარმოების ნახევარი, მაშინ, როცა მეორე ნახევარი არასრული დატვირთვით მუშაობს.
გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელმა ახიმ სტაინერმა აქვე განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც უკრაინელების გადაუდებელი ჰუმანიტარული დახმარება მნიშვნელოვანია, ასევე არსებითია ის გავლენა, რომელიც გაჭიანურებულ ომს ახლავს პერსპექტივაში და ეს გავლენა თანდათან უფრო აშკარა ხდება.