უკრაინის ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვში შეტაკებების შედეგად, სულ ცოტა, 44 ადამიანი დაიჭრა, 7 კი გარდაიცვალა.
უკრაინის მხარე ამბობს, რომ ეს მსხვერპლი ქალაქმა ბოლო 24 საათის განმავლობაში განიცადა. თუმცა, ამ დრომდე უცნობია დაღუპულებსა და დაჭრილებს შორის მხოლოდ სამოქალაქო პირები არიან თუ არა.
უკრაინის გადაუდგებელ სიტუაციათა სახელმწიფო სააგენტოში ამბობენ, რომ მსხვერპლი შესაძლოა მეტი იყოს, ვინაიდან დაბომბვის შედეგად მიყენებული ზიანისა დ მსხვერპლის აღრიცვხა ახლაც მიმდინარეობს.
უკრაინულ სოციალურ მედიაში მოსახლეობა ავრცელებდა ვიდეოებს თუ როგორ ბომბავდა რუსეთი ხარკოვის იმ ნაწილს, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს და სადაც რაიმე ტიპის სამხედრო დაწესებულება განლაგებული არ არის.
რუსი სამხედროები მუდმივად უარყოფენ საცხოვრებელ ტერიტორიებზე თავდასხმას, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ვრცელდება მტკიცებულება საცხოვრებელი კორპუსების, სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვის შესახებ.