უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ნაწილი მოქალაქეთათვის უკვე საგრძნობია. რუბლი მნიშვნელოვნადაა გაუფასურებული, ფრენები გაუქმებული, საბანკო ტრანზაქციების ნაწილი შეჩერებული. ბანკომატებთან მოქალაქეთა რიგები დგას.
რუსული ვალუტა ამერიკულ დოლართან მიმართებით დაახლოებით 30 %-ითაა გაუფასურებული. ეს მას შემდეგ, რაც დასავლეთის ქვეყნებმა რუსული ბანკების საერთაშორისო გადახდების სისტემა "სვიფტიდან" გათიშვის გადაწყვეტილება მიიღეს. რუსეთს ასევე დაებლოკა მასშტაბურ სავალუტო რეზერვებზე წვდომაც. ვალუტის კურსი შედარებით დასტაბილურდა მას შემდეგ,რ აც რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა შესაბამისი ნაბიჯები გადადგამ.
თუმცა მოგვიანებით, ამერიკის ხაზინამ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა, რომელიც რუსეთის ცენტრალური ბანკის ამერიკაში ან ამერიკაში მყოფი მოქალაქეების მფლობელობაში არსებულ ქონებას ეხება. ბაიდენის ადმინისტრაცია ამტკიცებს, რომ ეს რუსეთს "მილიარდობით დოლარს" დააკარგვინებს.
ბაიდენის ადმინისტრაციის ოფიცილური წარმომადგენლები ამბობენ, რომ რუსეთის ცენტრალური ბანკის წინააღმდეგ ზომებს გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, იტალია, იაპონია და ევროკაშირიც უერთდებიან.