დღეს უკრაინის ბირთვული სააგენტო და შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყებიან, რომ ჩერნობილის ბირთვულ სადგურზე რადიაცია გაიზარდა. სადგურს დღეისთვის რუსეთის ძალები აკონტროლებენ.
ბირთვული სააგენტოს ექსპერტებს ზუსტი მონაცემები არ გამოუქვეყნებიათ, თუ რამდენადაა მომატებული რადიაცია სადგურზე. მათი განცხადებით, ცვლილება უკავშირდება მძიმე სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას, რამაც რადიოაქტიური მტვერი ჰაერში ამოწია.
"რადიაციის ზრდა დაიწყო. ის არ არის კრიტიკული კიევისთვის ამ მომენტში, მაგრამ ჩვენ დაკვირვებას ვაგრძელებთ" - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ.
ჯერ კიდევ რადიაქტიული 1986 წლის ბირთვული კატასტროფის ადგილი, კიევიდან სულ 100 კილომეტრშია. მეზობელი პოლონეთი აცხადებს, რომ მათ ტერიტორიაზე რადიიცის ზრდა არ დაფიქსირებულა.