თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი საუბრობს სომხეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობაზე. მან განაცხადა, რომ ანკარამ შესაძლოა სომხეთთან საზღვარი გახსნას და დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს, თუ ერევანი გააგრძელებს ნორმალიზაციის პროცესს ორ ქვეყანას შორის.
ერდოღანმა ჟურნალისტებს, აფრიკიდან დაბრუნებისას, განუცხადა, რომ „ჩვენ ვიცით სომხეთს აქვს კონკრეტული მოლოდინები, როგორიცაა საზღვრის და დიპლომატიური კავშირების აღდგენის გარშემო".
“თუ სომხეთი დარჩება პროცესის გაგრძელების ერთგული, რომელიც სპეციალური წარმომადგენლებით დაიწყო, ჩვენთვის დახურული კარი დახურულად არ დარჩება“, - განაცხადა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.
ანკარასა და ერევანს შორის დიპლომატიური, სასაზღვრო და სხვა სახის ურთიერთობები, მთიანი ყარაბაღის გარშემო 1990-იან წლების დაპირისპირების შემდეგ შეზღუდულია. საზღვარი თურქეთმა, ბაქოსთან სოლიდარობის ნიშნად 1993 წელს ჩაკეტა. მოლაპარაკებები მხარეებს შორის მოსკოვში მიმდინარეობდა.
ანკარასა და ერევანს შორის უთანხმოების საკითხებს შორის, ყარაბაღის კონფლიქტთან ერთად, 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა გენოციდია.
გასულ წელს, ურთიერთობების კიდევ უფრო დაძაბვა ანკარის მიერ მთიანი ყარაბაღის განახლებულ კონფლიქტში ბაქოს მხარეზე აქტიურად ჩართვა მოჰყვა.
თებერვალში ორ ქვეყანას შორის, ფრენები აღდგა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 24 თებერვალს გაიმართება.
Facebook Forum