თეთრი სახლის უსაფრთხოების მრჩეველი ჯეიკ სალივანი ამბობს, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დროს შეიჭრას. CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანმა თქვა, რომ ზუსტი დღის განსაზღვრა ვერ მოხდება, მაგრამ დიდი ალბათობით, რუსეთი უკრაინაში შეიძლება ამ კვირაში შეიჭრას.
"შეჭრის დღის სრულყოფილ პრონოზს ვერ გავაკეთებთ, მაგრამ ჩვენ უკვე დიდი ხანია ვამბობთ, რომ შეჭრა შეიძლება ნებისმიერ დროს დაიწყოს, რუსეთის დიდი სამხედრო მოქმედება უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ დღეს დაიწყოს, მათ შორის მომავალ კვირაშიც, ოლიმპიადის დასრულებამდე“, თქვა თეთრი სახლის მრჩეველმა.
ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ შესაძლოა რუსეთმა უკრაინაში შეჭრამდე გარკვეული საბაბი ხელოვნურად შექმნას, რომლის შემდეგაც სამხედრო მოქმედებებზ დაიწყებს. სალივანი მოუწოდებს მოსკოვს უარი თქვას, ე.წ. „ცრუ დროშის“ ოპერაციაზე და უკრაინაში შეჭრაზე.
მოსკოვში აცხადებენ, რომ დასალვეთი „ისტრიაშია“ და კრემლი უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს.
უცნობია, რუსეთი უკრაინაში გერმანიის კანცლერის კიევსა და მოსკოვში ვიზიტის წინ თუ შემდეგ შეიჭრება, ან არჩევს თუ არა დიპლომატიის გზას. კანცლერი ოლაფ შოლცი უკრაინაში ორშაბათს ჩავა, შემდეგ კი მოსკოვში გაემგზავრება.
კანცლერმა შოლცმა რუსეთს უკვე მოუწოდა გადადგას ნაბიჯი დეესკალაციისკენ. ის უკრაინასა და რუსეთში ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ამბობს, რომ მოლაპარაკებებისგან „კონკრეტულ შედეგებს“ არ ელოდება, მაგრამ თქვა, რომ დიპლომატია მნიშვნელოვანია.
ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკისთან ონლაინ შეხვედრას შოლცის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე, 13 თებერვალს მართავს.
ამ დრომდე დასავლეთსა და მოსკოვს შორის გამართული ყველა მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. 12 თებერვალს, პრეზიდენტმა ბაიდენმა ვლადიმირ პუტინს დაურეკა და კიდევ ერთხელ გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ეს რუსეთს „ძვირი დაუჯდება“. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ვაშინგტონი მზად არის აამოქმედოს ეკონომიკური სანქციები და რუსეთს „სვიფტის“ პროგრამით სარგებლობაც შეუზღუდოს.
პრეზიდენტებს შორის საუბამდე რუსეთისა და ამერიკის პირველმა დიპლომატებმაც ისაუბრეს. თუმცა ბლინკენსა და ლავროვს შორის საუბარიც უშედეგო აღმოჩნდა.
უკრაინას გასულ კვირებში სტუმრობდნენ, საფრანგეთის, თურქეთის და დიდი ბრიტანეთის პირველი პირები. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მოსკოვშიც იმყოფებოდა. თუმცა ვერც საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა აღმოჩნდა ნაყოფიერი.
ამ დროისთვის რუსეთს უკრაინის საზღვართან 120 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული. პარალელურად მზარდია რუსული კონტიგენტი ბელარუსშიც. თავისმხრივ ბელარუსმა კი პოლონეთის საზღვართან, 12 თებერვალს სამხედრო წვრთნები დაიწყო. რუსეთი წვრთნებს იწყებს შავს ზღვაშიც, სადაც სამხედრო გემები მოსკოვმა უკვე შეიყვანა.
Facebook Forum