ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბლინკენმა და ლავროვმა შაბათს ტელეფონით ისაუბრეს


ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის მიერ გავრცელებული ინფორმაციით მიხედვით, დღეს სატელეფონო საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის. ენტონი ბლინკენმა განიხილა ის მწვავე სიტუაცია, რომელიც ახლა რუსეთის აგრესიული ნაბიჯების გამოა შემქნილი უკრაიანაში.

"სახელმწიფო მდივანმა ნათლად თქვა, რომ კრიზისის გადასაჭრელად დიპლომატიური გზა ღიაა, მაგრამ ამისთვის საჭიროა მოსკოვმა სიტუაციის დეესკალაცია მოახდინოს და სამართლიან დისკუსიაში ჩაერთოს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სატელეფონო ზარის დროს, სახელმწიფო მდივანმა თავის რუს კოლეგას უთხრა, რომ იმ შემთხვევაში, თუ რუსული აგრესია გაგრძელდება და მოსკოვი შეიჭრება უკრაინაში, მაშინ ამას მოჰყვება "მტკიცე, მასიური და ერთიანი ტრანსატლანტიკური პასუხი".

იმავე ზარის დროს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, მოსკოვის აგრესიაზე საუბრის დროს, ვაშინგტონი "პროპაგანდის კამპანიაში" დაადანაშაულა. ინფორმაციას ამჯერად, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ ლავროვმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბრიუსელმა და ვაშინგტონმა, არ გაითალისწინეს და იგნორირება გაუკეთეს მოსკოვის მთავარ მოთხოვნებს.

ამ დროისთვის რუსეთ-უკრაინის საზღვართან 100,000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცია განლაგებული. ამერიკული დაზრვერვის ინფორმაციით კი, რუსეთი უკრაინაში შეჭრას უახლოეს დღეებში გეგმავს. დაიწყო უკრაინაში ამერიკის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაციაც.

XS
SM
MD
LG