რუსეთის ფედერაციის მოთხოვნებსა და შეშფოთებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27-მა ქვეყანამ მოსკოვს ერთიანი პასუხი გასცა.
სახელმწიფო ლიდერების გადაწყვეტილებით, მოსკოვს პასუხი ევროკავშირის საგარეო საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის სახელით გაეგზავნა.
„ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 27-ვე ქვეყნის სახელით, უმაღლესმა წარმომადგენელმა უნდა უპასუხოს მინისტრ ლავროვს“, თქვა კომისიის სპიკერმა ყოველდღიურ ბრიფინგზე.
ევროკავშირში გაკეთებული განცხადებიდან მალევე რუსეთის საელჩომ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი არის, რომ ევროკავშირისგან წერილი მიიღეს.
ამ დრომდე უცნობია რა მისწერეს ევროპულმა სახელმწიფოებმა რუსეთის ფედერაციას. წერილის შინაარს არც ევროკავშირი და არც რუსეთის ფედერაცია არ ახმაურებს.
დიპლომატები ამბობენ, რომ 27 სახელმწიფოს ერთობლივ წერილში საუბარი შეეხება რუსეთის შეშფოთებებს მისი დასავლეთ საზღვრების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ცნობილია ისიც, რომ ევროპული სახელმწიფოები წერილში მოსკოვს დიპლომატიურ გზას სთავაზობენ.
იანვრის ბოლოს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თუ ერთიან პასუხს მიიღებდა 27 სახელმწიფოსგან შესაძლოა ამას მოლაპარაკებების ჩაშლა გამოეწვია.
მაშინ სააგენტო „როიტერთან“ დიპლომატებმა ევროკავშირიდან თქვეს, რომ ლავროვის გზავნილი ევროპის დაყოფას ისახავდა მიზნად.
Facebook Forum