ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუმინეთში ამერიკელი სამხედროები ჩავიდნენ


შეერთებული შტატები, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების მიზნით, პოლონეთის შემდეგ ამერიკელ სამხედროებს რუმინეთშიც გზავნის.

საერთო ჯამში ამერიკას რეგიონში დამატებით 3 000 სამხედრო მოსამსახურის გადაჰყავს. პენტაგონის მიერ გავრცელებული ინფორმაციით რუმინეთში 1 000 ამერიკელი სამხედრო გერმანიიდან ჩავა. რაც შეეხება პოლონეთს ქვეყანაში ამერიკელმა სამხედროებმა ჩასვლა 5 თებერვალს დაიწყეს.

„ამერიკელი ჩამოვიდნენ. 100-ზე მეტი ამერიკელი სპეციალისტი ჩვენს სამხედროებთან ერთად აგვარებენ ლოჯისტიკურ საკითხებს, რაც ნიშნავს, რომ დამატებითი სამხედროების ჩამოსვლამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება,“- აცხადებს რუმინეთის თავდაცვის მინისტრი, ვასილე დინკუ.

ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებს რუმინეთში 900 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს დისლოცირებული. ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მუდმივი სამხედრო წარმომადგენლობა არ აქვს, ალიანსი იქ სამხედროების როტაციას ახდენს. რუმინეთი ნატოს წევრი 2004 წელს გახდა და ქვეყანაში ნატოს თავდაცვის საჰაერო სისტემებია განთავსებულია, ნაწილი ორმხრივი შეთანმხმების, ნაწილი კი ნატოს ფარგლებში.

ნატო განიხილავს, უფრო გრძელვადიან სამხედრო პოზიცირებას აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის რუმინეთშიც. ამის შესახებ ნატოს წევრი ქვეყნები თავდაცვის მინისტერიალზე ისაუბრებენ, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში გაიმართება.

ნატომ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების გადაწყვეტილება, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი აგრესიის საფუძველზე მიიღო. ამ დრომდე მოსკოვი ზრდის შეიარაღებას და სამხედრო მობილიზებას უკრაინის საზღვართან. კრემლს უკრაინის საზღვართან ამ დროისთვის 100 000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ჰყავს მობილიზებული.

მოსკოვი უარყოფს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება, თუმცა დასავლეთში მიაჩნიათ, რომ კრემლი უკრაინაში სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG