თეირანი აცხადებს, რომ ვაშინგტონს ირანისთვის სანქციების მოხსნის შესახებ „პოლიტიკური გადაწყვეტილება“ უნდა მიეღო, რადგან მათი პოზიციით, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების აღსადგენად, მსოფლიო ლიდერების მიმართ წაყენებული ეს პირობა მოლაპარაკებებს არ ექვემდებარებოდა.
გასული წლის აპრილის შემდეგ, ვაშინგტონსა და თეირანს შორის არაპირდაპირი მოლაპარაკებების რვა რაუნდი გაიმართა. ამ ფონზე, კვლავ რჩება უთანხოება, თეირანზე დაკისრებული სანქციების მოხსნასა და მოცულობასთან დაკავშირებით.
ირანის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელი, რობერტ მელი აცხადებს, რომ ვენაში უახლოეს მომავალში დაბრუნდება და ამტკიცებს, რომ შეთანხმება შესაძლოა კვლავ აღდგეს. მხარეებს შორის მოლაპარაკებები 28 იანვარს შეჩერდა, როცა მომლაპარაკებლები საკუთარ ქვეყნებში კონსულტაციებისთვის დაბრუნდნენ.
„ამ მოლაპარაკებებში, სანქციების მოხსნის საკითხი და ირანის სარგებელი, თეირანის წითელი ხაზია“ - განაცხადა ყოველკვირეულ პრესკონფერენციაზე, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, საიდ ხატიბზადემ.
„თუ შეერთებული შტატები ვენაში პიოლიტიკური გადაწყვეტილებით და სპეციფიკური დღის წესრიგით დაბრუნდება სანქციების მოხსნის თვლასაზრისით, მაშინ დარწმუნებით შესაძლებელი იქნება შეთანხმებას სწრაფად მივაღწიოთ“ - აცხადებს ირანის საგარეო უწყების სპიკერი.
მისი თქმით, ირანელი მომლაპარაკებელი ალი ბაგერი ვენაში მიმდინარე კვირას, სამშაბათს, 8 თებერვალს დაბრუნდება.
2018 წელს, აშშ-ის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შეთანხმება დატოვა და ირანს სანქციები დაუწესა. თეირანი შეთანხმებით გათვალისწინებული ბირთვულ ლიმიტებს განგრძობითად არღვევდა.