ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალურ მუშაკებს ვაქცინაციის ბოლო ვადა დღეს ეწურებათ


ორშაბათს ამერიკის ფედერალურ უწყებათა მილიონობით თანამშრომლისთვის კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის საბოლოო ვადა იწურება. აღმასრულებელ განკარგულებას სავალდებულო ვაქცინაციის თაობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი სექტემბერში მოაწერა.

ფედერალურმა მუშაკებმა დღის ბოლომდე უნდა წარადგინონ კოვიდ-19-ზე ვაქცინაციის დამადასტურებელი მოწმობა. მსგავსი რეგულაცია კერძო სექტორის ბევრმა ორგანიზაციამ გაცილებით ადრე შემოიღო. თეთრი სახლი თვეების მანძილზე სავალდებულო ვაქცინაციის საჭიროებას ვერ ხედავდა, თუმცა კორონავირუსის დელტა ვარიანტის სწრაფმა გავრცელებამ სიტუაცია შეცვალა.

დღეისთვის სრულად აცრილად ითვლება ის, ვისაც "ფაიზერ-ბიონტექის" ან "მოდერნას" კოვიდ-19-ის ვაქცინის ორი დოზა, ან "ჯონსონი და ჯონსონის" ერთდოზიანი აცრა აქვს გაკეთებული. პარასკევს, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრმა დამატებითი, გამაძლიერებელი დოზა ყველა ზრდასრულისთვის დაამტკიცა. თუმცა, ამ ე.წ. ბუსტერზე საპრეზიდენტო განკარგულება არ ვრცელდება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG