შობა-ახალი წლის დღესასწაულების წინ, ავსტრია მაღაზიებს, რესტორნებსა და სადღესასწაულო ბაზრებს ხურავს და ქვეყანაში კოვიდ 19-ის გამო "ლოკდაუნს" იწყებს.
გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ავსტრიის მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა და მოითხოვა, რომ მთავრობამ მეტი გააკეთოს კოვიდ პანდემიასთან ბრძოლისთვის. მდგომარეობა ამ მხრივ, მთელი ევროპის მასშტაბით გაუარესდა.
დღეიდან, ავსტრიის მოსახლეობას სახლის დატოვების უფლება აღარ ექნება გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ისინი გარეთ გამოვლენ სამსახურში წასასვლელად, გადაუდებელი საჭიროების პორდუქტებისა და ნივთების საყიდლად და/ან სავარჯიშოდ.
ლოკდაუნთან ერთად, სავალდებულო გახდება ვაქცინაციაც. 1 თებერვლიდან, ავსტრიის მოსახლეობისთვის კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება იქნება სავალდებულო. ევროპაში ავსტრიის გარდა ერთადერთი სახელმწიფო, სადაც ვაქცინაცია სავალდებულოა, ვატიკანია.
ავსტრიის მსგავსად, ევროპის სხვა ქვეყნებიც ცდილობენ გაამკაცრონ რეგულაციები კოვიდ პანდემიის წინააღმდეგ. აკრძალვების უმეტესობა აუცრელი მოსახლეობის საჯარო დაწესებულებებეში შესვლისგან აკრძალვას მოიცავს.
Facebook Forum